აიკი ჯო # 1 – ჰიდარი ავასე

დღეს ჯოს ჰიდარი ავასე ასე აღარ კეთდება.

მაშ როგორღა ისწავლება?

ძალიან მარტივად: მოაშორეთ ფოტოები 3 და 4 ზედა სერიას და სულ ესაა.
დარტყმის ბიჯი (3-4), რომელიც აკლია, ო-სენსეი შემდეგ დაიკარგა, და მომდევნო ბიჯზე (5-6) გადაიწია.

ამ დროს წარმოიქმნება პრობლემა, რომ დარტყმა ხორციელდება არა თეძოების ბრუნვით, არამედ მხოლოდ მარჯვენა თეძოს უკნისაკენ გარიდებით. ეს გარიდება ვერ წარმოშობს ვერანაირ სიმძლავრეს. საკომპენსაციოდ კი გაჩნდა ჩვევა: ცდილობენ ეს ამბავი მხრების და ხელების სწორხაზოვანი და მუსკულარული მუშაობით ჩაანაცვლონ:

ვიდრე უფრო შორს წავიდოდეთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს შემდეგი რამ, რაც ფუნდამენტურია რიაის ჭრილში: ჯოს ჰიდარი ავასეს გადაადგილება ყოველი ბიჯით და უზუსტესად სიმეტრიულია კენის მიგი ავასეს გადაადგილებისა (შდრ. აიკი კენი #12). ამ ორი სერიის სხვადასხვა ფაზაში შესაბამისობების გადამოწმება ქვედა ფოტოების შედარებითაა შესაძლებელი:

სწორედ კენის მიგი ავასესა და ჯოს ჰიდარი ავასეს შორის არსებული ამ არაჩვეულებრივი კავშირის გამო გადავწყვიტე გამერჩია ეს დოსიე აიკი ჯო #1 აქ, უშუალოდ აიკი კენი #12-ის შემდეგ. ზუსტად ეს შესანიშნავი სიმეტრია ჩნდება დარტყმის მომენტში (3 და 4):

კენ მიგი ავასე:

  • თეძოები ბრუნავს მარცხნიდან მარჯვნივ,
  • საწყისი გასვლა წინა (მარჯვენა) ფეხით მარჯვნისაკენ,
  • საყრდენი/მიწოლის ფეხი მარჯვენა ფეხია.

ჯო ჰიდარი ავასე:

  • თეძოები ბრუნავს მარჯვნიდან მარცხნივ,
  • საწყისი გასვლა წინა (მარცხენა) ფეხით მარცხნისაკენ,
  • საყრდენი/მიწოლის ფეხი მარცხენა ფეხია.

ყურადღება: ქვედა ბიჯი 1 ბისი არ არსებობს, ჯო არ უნდა გავქაჩოთ უკნისკენ მარჯვენა ხელით მარცხენა ხელის მტევანში მისი სრიალით. თეძოების ბრუნვა საკმარის სიმძლავრეს წარმოშობს, თავიდან გვარიდებს ძვირფასი დროის კარგვას ირიმის მომენტში, რაც ჯოს უკნისაკენ შემართვას სჭირდება და რაც შემდეგ გარდაუვლად იწვევს დარტყმის დაგვიანებას. ჩხვლეტა ხორციელდება უშუალოდ წრიულად, 1-დან პირდაპირ 2-ზე გადასვლით და ეს არ არის სწორხაზივანი მოძრაობა. ყურადღება: არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ძუკია და არა გვერდული დატყმა.
მარცხენა ტერფის დადების მომენტში ჯო თავის სამიზნეს უნდა ხვდებოდეს, ესაა სწორი ავასეს პირობა.

ქვევით შეგვიძლია დავრწმუნდეთ - არ არის სხვა ხერხი საიმისოდ, რომ ზუსტად გავაკეთოთ ჭეშმარიტი ო-სენსეისეული დარტყმა, თუ არ შევასრულებთ ჰიდარი ავასეს ისე, როგორც ეს აქაა ახსნილი:

შემდეგ მარჯვენა ტერფი ტოვებს ამ პოზიციას ჰანმის აღსადგენად, თავისთავად ცხადია. მაგრამ დატყმა ამ დროს უკვე დასრულებულია. ფუნდამენტური შეცდომა დატყმის ამ მომენტში გადმოტანაა, რადგან ამ დროს თეძოები უკვე ვეღარ ბრუნავს:

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-jo-1-hidari-avase?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)