აიკი კენი – კომენტარი სუბურისა და ირიმის შესახებ

კომენტარი შედგენილია სერია აიკი კენი-ს პასუხად

სუბური

თქვენ წერთ:

< ამიტომაც აქედან გარდაუვლად მომდინარეობს ეს შედეგი: თუკი სუბური n°2 სწორია, მაშინ სუბური n°1-ც ისევე უნდა სრულდებოდეს, წარმმართველი უკანა და არა წინა თეძოთი, მით უმეტეს, რომ მიწის ენერგია ხმალს გადაეცემა მარცხენა ხელიდან, რომელიც თავის მხრივ კიკაი ტანდენს მარცხენა ფეხით უკავშირდება:

გეთანხმებით და ყოველი შემთხვევისთვის დავამატებ, რომ უკანა ხელი უკანა ფეხის საყრდენით ძალას აძლევს ხმალს, წინა ხელი კი წარმართავს იარაღს. ორი ხმლით მუშაობა, „რიოტო“, საშუალებას გვაძლევს საუკეთესოდ შევიგრძნოთ ეს მტკიცებულება, რაკი ამჯერად კენს ძალას მხოლოდ უკანა ფეხი აძლევს და წინა ხელი წარმართავს.

სამაგიეროდ, შომენით ჭრის „დასასრული“ მაფიქრებს, განსაკუთრებით თეძოებით ანფასში დასრულება. ჩემთვის ისინი არც ანფასშია და არც პროფილში, არამედ სამ მეოთხედში, როგორც ქვედა მაგალითებზეა ნაჩვენები.

ეს პოზიცია ხელს არ უშლის კენს, პირდაპირ ჩამოვიდეს და არ დაბლოკოს ჭრის ბუნებრივი მოძრაობა, რომელიც რეალურად ჩუდანის დონეზე არ ჩერდება.

ჩემი სიტყვების დასასურათხატებლად კატორი შინტოს სკოლის ტრადიციული ჭრის, „მაკი უჩის“, საბაზო პოზიცია „სეიგან ნო კამაე“ ავირჩიე, რომელიც ერთგვარად „ჩახვეული შომენია“, როგორც იაის ერთერთი სავარჯიშოს საბოლოო ჭრაა.

სეიგან ნო კამაე

სხეული სამ მეოთხედში, წინა ტერფი ოდნავ გახსნილი გარეთკენ და ხმალი სხეულის ღერძის ხაზზე.

ტრადიციული ჭრა „მაკი უჩი“

იაი

იმ მომენტში, როცა ხმალი ზევით ადის, სხეული გაქაჩულივითაა უკან, როგორც მე-2 სუბურის დროს და სამიზნის შეხებისას სხეულის პოზიცია ისევ სამ მეოთხედშია, როგორც სეიგან ნო კამაეს დგომში.

ო-სენსეის ირიმი

ო-სენსეის ირიმიზე გამოქვეყნებული პირველი სტატიის შემდეგ ეს დგომი მეცნო. რაკი თავიდან ო-სენსეი მოფარიკავე იყო, ალბათ ამით აიხსნება ეს ამბავი.

სხვა კუთხით და შესაძლო შესრულებით.


უკანა ტერფი ისევ შეტევის ხაზზეა, რომელიც ძირს წითელი ხაზითაა მატერიალიზებული. სხეული მოწინააღმდეგისკენაა შებრუნებული.


შესაძლო შესრულებით და კაშირას დარტყმით სახეში.

ამ დგომს „ირიმი კოგასუმი“ ეწოდება.

უკანა ტერფი შეტევის ხაზზე რჩება და ოსტატი ჰატაკეიამა მუდამ ყურადღებას ამახვილებდა ამაზე. დამატებითი ნაბიჯების გადადგმა და ძალიან მნიშვნელოვანი ტაი საბაკები ვნებს კატორის ეფექტურობას. ეს ღირებული უფრო გრძელი იარაღების შემთხვევაშია.

მისი აზრით, კატორის ეფექტურობა ირიმიში მდგომარეობდა. ეგებ სწორედ ამის გამოა, რომ კატორის წიგნს თავისი ადგილი ჰქონდა ივამას კამიზასთან?

გულითადად,

ნიკოლა დემე, 2014 წლის მარტი

რუბრიკა ტრიბუნა იღებს სტატიებს, რომელთა ავტორებიც არ არიან აუცილებლად TAI-ის წევრები. გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ. ავტორებისაა, არაფერში არ ავალდებულებს TAI-ის წევრებს და არავითარ შემთხვევაში არ ასახავს ასოციაციის რომელიმე ოფიციალურ მიმართულებას.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-komentari-suburisa-da-irimis-shesaxeb
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)