აიკიდო და ვიტრუვიუსის მამაკაცი #3

არავინ შემოვიდეს აქ, თუ გეომეტრი არ არის. — პლატონი

…ან ძალისხმევა გასწიოს.

ვა #1-ში ვიხილეთ, რომ ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული მამაკაცის ტერფები მართკუთხა სამკუთხედს ქმნის, რომლის ჰიპოტენუზაც სხეულის უკან მდებარეობს და ამიტომ ამას იაპონურად უშირო სანკაკუ ეწოდება.

ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ აიკიდო ამ დგომზე დააფუძნა და მას ჰიტო-ე-მი უწოდა:

თუ ჰიტო-ე-მის დროს ტერფები იმდენად უახლოვდება ერთმანეთს, რომ ლამის ეხება, როგორც ეს ვიტრუვიუსის მამაკაცის შემთხვევაშია, მაშინ შესანიშნავ მართუკთხა სამკუთხედმივიღებთ: ლაპარაკია მართკუთხა სამკუთხედზე, რომლის გვერდები არითმეტიკულად პროპორციულია რიცხვების მიმდევრობისა 3,4 et 5. ამიტომაც სამკუთხედის ფართობი 6 გამოდის.

თუ, მაგალითად, ადამიანის ფეხი 27 სმ სიგრძისაა, მაშინ მართკუთხა სამკუთხედის გვერდები, შესაბამისად, 27, 36 და 45 სმ იქნება. გადავამოწმოთ, რომ:

და რომ პითაგორას თეორემა მართლაც დაცულია:

a² + b² = c² (27² + 36² = 45²)

ამ სამკუთხედს, ზოგადად, ეგვიპტურ სამკუთხედს უწოდებენ, იმიტომ რომ ეგვიპტელი მიწისმზომები (არპედონაპტები) სწორედ მას იყენებდნენ პირამიდებისა და ანტიკური ტაძრების ასაგებად მარტივი თოკის საშუალებით, რომელიც კვანძებით 12 თანაბარ მონაკვეთად ჰქონდათ დაყოფილი.

HV #4-ში ვნახავთ, რომ მჭიდრო კავშირი არსებობს ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული ტერფების ამ მდგომარეობასა და იმ ბრუნვით მოძრაობას შორის, რომლითაც სამკუთხედს ძალუძს წრეწირად გარდაიქმნეს.

‘ვიტრუვიუსის მამაკაცის’ კითხვისას წინ რომ წავიწიოთ, ორი სიტყვა უნდა ვთქვათ იმაზე, რასაც ევკლიდე განსაზღვრავს, როგორც „სიგრძის დაყოფას შუა და გარე საფუძველით“. აქ იგულისხმება ის მიმართება, რომელიც ერთ წრფეზე მოცემული სამი, AC, AB და BC სეგმენტისთვის გვაქვს:

ამგვარი მიმართება ნიშნავს, რომ პროპორცია ერთი და იგივეა როგორც რაიმე მთლიანობასა და მის შემადგენელ ნაწილებს შორის, ისე თითოეულ ამ ნაწილსა და იმავე მთლიანობას შორის. არსებობს წრფის მონაკვეთებად დაყოფის ერთადერთი ხერხი ამ მიმართების წარმოსაჩენად და ამიტომაც ამას ლეონარდო დავინჩიმ „sectia aurea“, კეპლერმა კი „sectio divina“ უწოდა.

რაც შეეხება ვიტრუვიუსს, აი რას წერს იგი ამაზე:

სიმეტრია (symmetria) საგნის სხვადასხვა ელემენტების ზომათა თანხვედრასა და ამ ელემენტების ერთმანეთთან და მთლიანობასთან მიმართებაში მდგომარეობს (…)ადამიანის სხეულის მსგავსად ის გამომდინარეობს პროპორციიდან – იქიდან, რასაც ბერძნები „ანალოგიას“ უძახიან – ანუ თანახმოვანება თითოეული ნაწილისა და მთლიანობისა (…) ამ სიმეტრიას აწესრიგებს საზოგადო ზომის ნიმუში, ეტალონი (განხილული საგნის შემთხვევაში), რასაც ბერძნები „პოსოტეს“ (რიცხვს) უწოდებენ (…) როდესაც შენობის ყველა ნაწილი შესაბამისად პროპორციულიც არის სიმაღლისა და სიგრძის, სიგანისა და სიღრმის შეხამების თვალსაზრისით, და თუ ყველა ამ ნაწილს თავისი ადგილი აქვს შენობის სრულ სიმეტრიაში, ვიღებთ ევრითმიას. — ვიტრუვიუსი, ‘არქიტექტურის შესახებ’, ძვ. წ. 1 საუკუნე

ეს მიმართება, რომელიც ევრითმიის სათავეა, ირაციონალურ რიცხვთა ამ მარტივ განტოლებამდე მიდის:

19-ე საუკუნიდან მოყოლებული დავეჩვიეთ და ამას φ-ს ანუ „ოქროს რიცხვს“ ვუწოდებთ. ესაა კონსტანტა, საითაც ბუნებრივ ფენომენთა დიდი რაოდენობა იხრება, როგორც მინერალურ სამყაროში, ისე ფილოტაქსიასა და ცხოველთა სამყაროში. თანამედროვეთაგან ამის პირველი მათემატიკური გამოხატულება 13-ე საუკუნის დასაწყისამდე მიდის და მას ფიბონაჩის მიმდევრობაში ვხვდებით. ეს სახელწოდება დიდი მათემატიკოსის, ლეონარდო დე პიზას სიკვდილის მერე ჩნდება, ვინც დასავლეთში თვლის ათობითი სისტემა შემოიღო. აიკიდოში მოვარჯიშეთაგან ბევრმა არ იცის, რომ პირველი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც ამ ოქროს რიცხვს გამოხატავს, მართკუთხა სამკუთხედია, რაც ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც სამკუთხედი 3-4-5. ამჯერად ეს არითმეტიკული მიმდევრობა კი არა, არამედ გეომეტრიული პროგრესიაა:

მაგალითად, სწორედ მერიდიანულ სამკუთხედს ეფუძნება ხეოფსის დიდი პირამიდის მთელი არქიტექტურული წესრიგი. თუმცა ეს იგივე სამკუთხედია, რომელსაც ადამიანის ტერფები ქმნის ჰიტო-ე-მის დგომში, რაც აიკიდოს საწყისი და დასაბამია და რასაც მთელი ეს ხელოვნება ემყარება, ზუსტად ისევე, როგორც ადამიანი დგას თავის ფეხებზე:

ზუსტად ამ მიმართებას დაარქვა „ღვთიური პტოპორცია“ ბერმა ფრა ლუკა პაჩიოლიმ თავის წიგნში, სახელად « Divina Proportione », რომელიც 1509 წელს ვენეციაში გამოიქვეყნდა და რომელსაც იმხანად ილუსტრაციებად მისი მეგობრის... ლეონარდი და ვინჩის ჩანახატები დაერთო. ასე და ამგვარად, ვიტრუვიუსის მამაკაცი ევკლიდეს შუა და გარე საფუძველს გამოხატავს მთელი თავისი პროპორციებით:

ამ შესანიშნავი კავშირის გამო, რომელიც ადამიანის მთელ სხულშია, ანტიკური ხანის არქიტექტორებმა სწორედ ადამიანის სხეული გამოიყენეს ნიმუშად და ეტალონად თავიანთი არქიტექტურული ნაწარმოებების შექმნისას:

მაშასადამე, თუ ბუნებამ ადამიანის სხეული ისე შექმნა, რომ კიდურები პროპორციაში მთელ თავიანთ კონფიგურაციას შეესაბამება, ძველებმაც საფუძვლიანად ისურვეს, რომ მათი ქმნილებები ნაწილებსა და მთლიანობას შორის არსებულ მიმართებას დამორჩილებოდა. — ვიტრუვიუსი, ‘არქიტექტურის შესახებ’, ძვ. წ. 1 საუკუნე

მაგრამ თუ ქვის შენობები ჰარმონიულად შეიძლება ვიბრირებდეს და ჟღერდეს, რაკი ყველა თავისი ნაწილით ადამიანის პროპორციებს იცავენ, მაშინ რაღა ვთქვათ თვითონ ადამიანის სხეულის შესაძლებლობებზე? განა უფრო მეტი მიზეზი არა აქვს მას პრეტენზია ჰქონდეს ევრითმიაზე, რომელსაც ვიტრუვიუსი მოიხსენიებს?

სწორედ ამ ჭრილში, ვიტრუვიუსის მამაკაცის მოვიშველიებითა და იმ კონკრეტულ ელემენტებზე დაყრდნობით შევეცდებით წინ წავიდეთ ზუსტი რიტმის გზაზე, რომლებიც, მათემატიკური ფორმულების მსგავსად, მცირე ხელჩასაჭიდს უტოვებს ამა თუ იმ სპეკულაციას.

დასაწყისისთვის ო-სენსეის დავუგდოთ ყური:

ჰარმონიულ მოძრაობას ნიგი-ტამა (ჰარმონიული სული) ეწოდება. სხვა სიტყვებით, ზრდილობიან დაკავშირებას ქვევითასი და ზედასი მათი გამონასკვით. — მორიჰეი უეშიბა, ‘ტაკემუსუ აიკი’, ტამო 1, გვ. 154, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

აიკიდოს ყველა მოძრაობა შეიძლება დავიყვანოთ ერთ პრინციპზე, რომელიც ზევით, შიჰო ნაგეთია ნაჩვენები: ჰიტო-ე-მის სამკუთხედი მძლავრად არღვევს მოწინააღმდეგის დაცვას, კვეთს მას და სწორედ ამ შიგნით შეჭრის მოძრაობაში ქმნის წრეს, რომელსაც ქვევითას და ზედას გამონასკვა შეუძლია.

გადამჭრელი და პირდაპირი მოძრაობის პრინციპის ამგვარი ხედვა – რასაც ვერ იპოვით აიკიდოს შესახებ გამოსულ ვულგარიზებულ ნაშრომებში – საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ მორიჰირო საიტოს ერთ-ერთი ფუნდამენტური შენიშვნის აზრს, რომელსაც შესაძლოა აქამდე სათანადო ყურადღება არ მიჰქცევია:

Aikido is generally believed to represent circular movements. Contrary to such belief however, Aikido, in its true Ki form, is a fierce art piercing straight through the center of opposition. The nature of the art being such that you are not supposed to adapt yourself to your partner by making a wide oblique turn of your body, but are called upon to find your way onward while twisting your hips.” — მორიჰირო საიტო, ‘ტრადიციული აიკიდო’, ტომი 5, გვ. 36

თარგმანი:

როგორც წესი, ხალხს ჰგონია, რომ აიკიდო წრიული მოძრაობებისაგან შედგება. არადა იმის საპირისპიროდ, რაც ჰგონიათ, აიკიდო კის ჭეშმარიტი ფორმით ცეცხლოვანი ხელოვნებაა, რომელიც მოწინააღმდეგის ცენტრს პირდაპირ შუაში კვეთს და ჭრის. ამ ხელოვნების ბუნება ისეთია, რომ თქვენ კი არ გიწევთ, მოერგოთ თქვენს პარტნიორს და სხეულით გრძელი, შემოვლითი მოძრაობები აკეთოთ, არამედ უნდა იპოვოთ საშუალება, შეხვიდეთ პირდაპირ, თქვენ წინ და თან თეძოების ბრუნვით იმოქმედოთ.

სამკუთხედი სათავეა, ის შეიჭრება (ირი-მი = სხეულში შეჭრა) და ბრუნვას იწყებს. ამ მოძრაობით ის წრედ იქცევა. მაშასადამე, წრე სინამდვილეში სამკუთხედისაგან მიღებული განსაკუთრებული ფორმაა, რისი სრული ფორმაც კვადრატია .

φ, ანუ , არის მიმართება, რომელიც სამკუთხედს საშუალებას აძლევს, ასე გარდაიქმნას. ისე მოხდა, რომ ადამიანის სხეული ყველა თავის განზომილებაში φ-ის მიხედვითაა პროპორციული. სწორედ ამის გამოა, რომ აიკიდოს ჰარმონიული – ანუ ავთენტური – მოძრაობა დასაწყისიდან დასასრულამდე გეომეტრიული ნიმუშების ფარგლებში ვითარდება და იმ კანონებს ემორჩილება, რომლებიც ბუნებამ ადამიანის სხეულში პროპორციის, ანუ რიცხვის მკაცრი ფორმით დააწესა.

გავიხსენოთ ის მიმართება, რომელიც φ-ს აკავშირებს ყველა რიცხვის ფესვთან, მონადასთან, ერთთან და მთელ სამყაროსთან:

ვნახავთ, რომ ზემოხსენებული კანონების თეორიული ცოდნა ზუსტ ცნობებს გვაწვდის, ისეთებს, როგორებიც ო-სენსეის აიკიდოს პრაქტიკას გაგვიმარტავს და გაგვიიოლებს.

ეს ცნობები დღემდე არ გამომზეურებულა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikido-da-vitruviusis-mamakaci-3
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)