აიკიდო და ვიტრუვიუსის მამაკაცი #4

სხეული უფრო მეტად უნდა გაცვიფრებდეთ. — ჟაკ ლაკანი თავის მოწაფეებს.

ვმ #3-ში ვნახეთ, რომ ევკლიდეს უნდა ეკუთვნოდეს ოქროს კვეთის ზუსტი აგებულების პირველი პუბლიკაცია დაახლოებით ძვ. წ. 300 წელს. ამის ჩვენების წყალობით გადაჭრა ოთხი საუკუნის შემდგომ კლავდიუს პროლემეოსმა ‘ალმაგესტში’ გრაფიკული პრობლემა, რომელიც მოცემულ წრეში ტოლგვერდა ხუთკუთხედის ჩახატვაში მდგომარეობდა.

მაშ ჩვენც ავაგოთ ხუთკუთხედი ვიტრუვიუსის მამაკაცის ამ წრეში, როგორც ალბათ თვითონ ლეონარდო და ვინჩიმაც გააკეთა თავის დროზე, და ვცადოთ, განვსაზღვროთ გახსნის კუთხე, რომელიც მან აირჩია თითოეული ფეხისა და ხელისათვის, რადგან თითქოს სწორედ ხელ-ფეხის ამ მოძრაობით სურს ჩვენთვის რაღაცის თქმა 15-ე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული.

უფრო ადვილით, ფეხის კუთხით დავიწყოთ.
ვმ #2-დან ჰორიზონტალური დიამეტრიც გვაქვს და ვერტიკალური დიამეტრიც (წითლად). ისინი ჭიპთან (O) იკვეთება, რაც წრის შუაგულია. ვერტიკალური დიამეტრი ვიტრუვიუსის მამაკაცის მარცხენა ქუსლის

ზუსტი მხებია. ლეონარდო და ვინჩის მიერ ფეხის გასახსნელად არჩეული კუთხის განსაზღვრისათვის წრის ცენტრიდან (O) ამავე წრეზე ახალ პოზიციაში მდგომ იმავე მარცხენა ფეხის ქუსლთან მეორე მხები (თეთრი ისარი G’OA’) უნდა გავავლოთ.
ისღა დაგვრჩენია, ტრანსპორტირი ავიღოთ და AOA’ კუთხე გავზომოთ: 23°.

პტოლემეოსის წყალობით გვაქვს (ყვითელი) ხაზი, რომელიც ხუთკუთხედის ზედა ჰორიზონტალს (CD) უერთდება და რომელიც, ცხადია, ლეონარდო და ვინჩიმ ხელების დასახატად გამოიყენა. ამ უკანასკნელი ხაზის კვეთა სხეულის ვერტიკალურ ღერძთან (G) წარმოქმნის მართკუთხედს, რომელიც ლეონარდომ გამოიყენა ჩარჩოდ ხელების განლაგებისათვის (GEC’F). ამ მართკუთხედის დიაგონალი (თეთრი ისარი G’GC’) მის მიერ გამოყენებული CGC’ კუთხის ზომას მოგვცემს. ტრანსპორტირი: 23°.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება იმითიც დავკმაყოფილებულიყავით, რომ ტრანსპორტირით გაგვეზომა ორი თეთრი ისრით წარმოქმნილი კუთხე, რომლებიც ერთმანეთს მართლაც მართი კუთხით კვეთს. A’G’C’ მართკუთხა სამკუთხედი წრის ცენტრის O (ჭიპის) გარშემო AGC მართკუთხა სამკუთხედის ტრიალია. რაკი AA’ და CC’ წრფეები მოცემული ბრუნვისთვის იდენტურებია, ცხადია, ისინი ერთი მეორიდან გამომდინარეობს.

საწყისი მართკუთხა სამკუთხედი ABC მამაკაცის ტერფებიდან ვერტიკალური მიმართულებითაა წანაცვლებული, რაც ჩვენ -ით წარმოვადგინეთ. ის იბადება და იმ საოცარი მართკუთხა სამკუთხედის 3-4-5 გამაძლიერებელივით დიდდება წრის შიგნით, რომელიც ტერფებს ჰიტო ე მის პოზიციაში წარმოადგენს და რომელიც ვმ #3-ში ვახსენეთ. ამ ურთიერთკავშირის დასტურს მივიღებთ, თუ AGC სამკუთხედს დავაკვირდებით, რომელიც თავისთავად შესანიშნავი მართკუთხა სამკუთხედია 3-4-5:

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ვიტრუვიუსის მამაკაცი ორ ფუნდამენტურ ინფორმაციას აწვდის აიკიდოში მოვარჯიშეს, ვისაც სურს, გაიგოს ო-სენსეის განმარტებები სამკუთხედის, წრისა და კვადრატის ერთიანობის შესახებ და, განსაკუთრებით, მათ, ვისაც ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უნდა ვარჯიშისას. ჩვენ მათ ასე ჩამოვაყალიბებთ:

1 – რადგანაც ადამიანის პროპორციის რიცხვი (ანალოგია) არის φ, მისი ტერფები ჰიტო ე მის დგომში ოქროს სამკუთხედს 3-4-5 ქმნის. იმიტომ, რომ, როდესაც ადამიანი ფიზიკურ მოძრაობას იწყებს და თან ტერფებით სამკუთხედის ამ კანონს იცავს, შეუძლია – თუკი თავის მატერიალურ ჩარჩოში, ანუ კვადრატში რჩება – ტრიალისას ამავე 3-4-5 სამკუთხედის ანალოგიური მოძრაობა გააკეთოს.

მაგრამ ახლა ერთი არსებითი ცნება უნდა გავიაზროთ: ვიტრუვიუსის მამაკაცის წრე იქამდე ვერ იარსებებს, ვიდრე სამკუთხედი არ ამოძრავდება. სამკუთხედი ადამიანის ცენტრის გარშემო ტრიალით აჩენს წრეს – ის იქცევა წრედ – წერტილთა უსასრულობით (A, A’, C, C’…), რომელთაც გარშემოწერილობაზე ხატავს ამ ტრიალის დროს. აიკიდოშიც სამკუთხედიდან წრეზე გადასვლა ამავე ხერხითაა შესაძლებელი, ოღონდ ჰორიზონტალურ სიბრტყეში და ეს მიწაზე მისი ტერფების გადაადგილებით ხდება.

სამკუთხედის ეს ჰორიზონტალური მოტამორფოზა წრედ აიკიდოს ტექნიკის (იკიო, შიჰო ნაგე, კაიტენ ნაგე…) უძრავად წრიული ფორმით ხორციელდება, რაც თავისთავად ვერტიკალურ სიბრტყეში მდებარეობს. ჰორიზონტალური ბრუნვადობისა და ვერტიკალური ბრუნვადობის ეს ერთიანობა დინამიურად ხდება, ანუ მიმართულებათა სიმრავლეში, სივრცეში გადადის, და თან უწყვეტი მოძრაობით. ასე ჩნდება წარმოსახვითი სფერო, რომელშიც აიკიდოში მოვარჯიშის მოძრაობები და გადაადგილებები თავსდება, ანუ იმისა, ვინც თავის სხეულს, ესე იგი რიცხვს უწევს ანგარიშს.

2 – ვიტრუვიუსის მამაკაცის მიერ მათემატიკური სიმკაცრითა და, კალმით შესრულებული ნახატის კვალობაზე, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი სიზუსტით ნაჩვენები 23°-იანი კუთხე დედამიწისა და ეკლიპტიკის გადახრის კუთხეა (ლეონარდო და ვინჩის ეპოქაში 23°30’, დღეს, 2013 წელს კი ეს 23°26’-ია).

ეს საოცარია, მით უფრო, თუ გვესმის, რომ ეს 23°-იანი კუთხე ლეონარდო და ვინჩის მიერ ალალბედზე არჩეული არ არის. ის ადამიანის ყოველგვარი პრეფერენციისაგან დამოუკიდებლადაა მიღებული. ეს დასკვნაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმ უნარის მათემატიკური შედეგია, რომელიც ადამიანის სხეულის პროპორციებს აქვს გეომეტრიული ჰარმონიზაციისათვის სამკუთხედში, წრესა და კვადრატში მოსათავსებლად, და მათი კავშირის გათვალისწინებით ოქროს რიცხვთან.

აღმოჩენა იმისა, რომ ვიტრუვიუსის მამაკაცის მიერ ნაჩვენები კუთხე ზუსტად იგივეა, რაც დედამიწისა და ეკლიპტიკის გადახრისა, ძალიან გასაკვირია, მაგრამ კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა ვერც ერთ შემთხვევაში. მართლაც, 23°-იანი კუთხე ერთადერთი წერტილია, სადაც ვიტრუვიუსის მამაკაცი გაშლილი ხელით შეიძლება მისწვდეს გარშემორტყმულ წრეს, თუკი როტაციის ცენტრი O’ (მხრის სახსარი) იქნება. ეს საშუალებას გვაძლევს, სწორი ხაზით შევაერთოთ სხეულის ვერტიკალური ღერძი (G) გარს შემორტყმული წრის შეხების წერტილთან (H): O’H ერთადერთი შესაძლო სხივია.

ეს შედეგი, რომელიც ქვევითა ნახატზე შეიძლება შემოწმდეს, ადამიანის რაიმე კაპრიზი არ გახლავთ. ეს ლოგიკურია, შედეგია, რაც აუცილებლად ახლავს თან ადამიანის სხეულის პროპორციათა გეომეტრიულ დალაგებას.

გეომეტრიის კანონები ანგარიშგასაწევ კავშირს ქმნის ერთი შეხედვით ერთმანეთისგან დაშორებულ საგანთა შორის, როგორებიცაა ადამიანის სხეულის პროპორციები და ეკლიპტიკის სიბრტყე, ანუ დიდ წრესა და ციურ სფეროს შორის. და აქ ფუძემდებლის სიტყვები ერთბაშად კარგავს მეტაფორულ ბუნდოვანებას:

სამყარო და ადამიანის სხეული ერთი და იგივეა. თუ ეს არ გვესმის, ვერც აიკის გავიგებთ. იმიტომ, რომ აიკი სამყაროს ერთიანობის მოძრაობისგან ჩნდება. — ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა, ‘ტაკემუსუ აიკი’, ტომი III, გვ. 83, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

მართლაც, ლეონარდო და ვინჩის ნახატი გეომეტრიული დასტური აღმოჩნდა იმისა, რომ 23°-იანი კუთხე, რომელიც დედამიწის სვლას განსაზღვრავს მზის გარშემო, ამავდროულად ერთადერთი კუთხეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან დავაკავშიროთ ხელის დახმარებით ადამიანის სხეულის ვერტიკალური ღერძი და წრე.

თანაც სხეულის ვერტიკალური ღერძის ბრუნვა თავის გარშემო აიკიდოს ყველა მოძრაობის სათავეა, ეს მოქმედების პრინციპი და ძრავაა, ამ გზას იყენებს კი. ამგვარი ტრიალისგან ამოქმედებული ენერგია ხელების დაბოლოებებს, ანუ წრის გარშემოწერილობას უნდა გადაეცეს, რაც ადგილია, სადაც ტექნიკა იძენს ფორმას. აქედან გამომდინარე, იმდენად, რამდენადაც 23° ერთადერთი კუთხეა, რომელიც წრისთვის ამ ღერძის მიერ გენერირებული ენერგიის გადაცემის საშუალებას გვაძლევს, არსებობს ფიზიკური მიზეზი, აუცილებლობა, რაც აიკიდოს თითოეულ მოძრაობაში უნდა დავიცვათ:


ო-სენსეი და 23°-იანი კუთხე

ვგონებ, ძალიან წავიწიეთ წინ ამ მე-4 სტატიაში, კონკრეტულად და თან ისე, რომ ამის გამოყენება შეძლოს ყველამ, ვინც აიკიდოში ვარჯიშობს. თუმცა ყველაფერი არ თქმულა და ყველა, ვისაც კაჯოთა შესახებ 23 სტატია წაუკითხავს ამ საიტზე, რა თქმა უნდა, შენიშნავდა, რომ ვიტრუვიუსის მიერ ნაჩვენები 23°-იანი კუთხე იგივეა 23°-იანი კუთხეა, რომელიც კაჯოებში ექვსი მიმართულების (როპო) გასაღებადაა ნაჩვენები. ცხადია, მომდევნო სტატიის ამოსავალი წერტილიც ეს იქნება.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikido-da-vitruviusis-mamakaci-4
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)