აიკიდო და ვიტრუვიუსის მამაკაცი #6

სხეული ექვსი ბგერის მიმღებ ჭურჭლად უნდა იქცეს. — მორიჰეი უეშიბა, ‘ტაკემუსუ აიკი’, ტომი III, გვ. 41, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

წრის დაყოფამ 60°-იან კუთხეებად ვმ #5-ში გვიჩვენა, რომ წინა ტერფის მთავარი ღერძიდან 30°-იანი კუთხით გახსნა იმავე ტერფს გეომეტრიულ მიმართებას უქმნის საპირისპირო მხართან. კარგად დავიხსომოთ ეს: არ არსებობს სხვა კუთხე, რომელიც ამგვარ მიმართებას აქცევდა შესაძლებლად.

ასევე არ არსებობს სხვა კუთხე 23°-ის გარდა, რომელიც ადამიანის ღერძს წრესთან დააკავშირებდა მთლიანი ხელის გავლით.

თანაც ეს ორი კუთხე, თითოეული უნიკალური, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასევე ერთადერთ წერტილში (B) იკვეთება, რომელიც მხრის ოქროს კვეთშია φ.

გამოდის, სამჯერ ერთი ისევ ერთი ყოფილა:

აქედან როგორ დავაკავშიროთ – აიკიდოსა და ექვსი მიმართულების თვალსაზრისით – კუთხეთა ორი მაჩვენებელი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნახატშია, სახელდობრ, 30°-იანი და 23°-იანი კუთხეები?

შევეცდებით, გიჩვენოთ, რომ ისინი არათუ ურთიერთგამომრიცხავი, არამედ პირიქით, ურთიერთშემავსებლებია.

ჰიტო-ე-მის დგომი ისეთია, რომ, როდესაც ადამიანი ასე დგება, მისი მუცელი წინაა მიმართული ოდნავ უფრო ნაკლები კუთხით, ვიდრე მისი წინა ფეხია. ეს არჩევანი არ გახლავთ, ეს ფიზიოლოგიური აუცილებლობაა, თუკი გვინდა, რომ ხელები, ხმალი ან ჯო ჩვენი მუცლის გაგრძელებაზე გვეჭიროს:

აი თურმე სად ყოფილა განსხვავება ამ ორ კუთხეს შორის: 30°-იანი კუთხე წინა ტარფის გახსნის კუთხეა ჰიტო-ე-მის დგომში, 23°-იანი კი ის კუთხეა, რომელშიც სხეული შეიძლება შევიდეს (ირუ, ირიმი) პირდაპირ, თავის წინ, ტერფის ჰიტო-ე-მიში წინასწარი გახსნის წყალობით.

ხამს, მორიჰირო საიტოს ფრაზა გავიხსენოთ, რომელიც ვრცლად ვმ #3-შია წარმოდგენილი:

(…) აიკიდო კის ჭეშმარიტი ფორმით ცეცხლოვანი ხელოვნებაა, რომელიც მოწინააღმდეგის ცენტრს პირდაპირ შუაში კვეთს და ჭრის. ამ ხელოვნების ბუნება ისეთია, რომ თქვენ კი არ გიწევთ, მოერგოთ თქვენს პარტნიორს და სხეულით გრძელი, შემოვლითი მოძრაობები აკეთოთ, არამედ უნდა იპოვოთ საშუალება, შეხვიდეთ პირდაპირ, თქვენ წინ და თან თეძოების ბრუნვით იმოქმედოთ.

საშუალება შეხვიდეთ პირდაპირ, წინ“, ზუსტად ესაა ჰიტო-ე-მი, მაშასადამე სამკუთხედი.

ახლა ვცადოთ და ვიტრუვიუსის მამაკაცი წამით ზურგიდან წარმოვიდგინოთ, ისე, როგორც ო-სენსეია ჩამატებულ სურათზე.
რას აკეთებს იგი?

ვერტიკალურ ღერძს ატრიალებს. ამით მისი მარცხენა ტერფი 30°-ით ბრუნავს გარეთკენ, როგორც ამას ლეონარდო და ვინჩის გეომეტრიულად ზუსტი კონსტრუქცია გვაჩვენებს. მარჯვენა ტერფი, რომელიც ჯერ წინ არ წაწეულა, წინ მიწოლისათვის ოპტიმალური საყრდენის პოზიციაშია. ეს მიწოლა – ადამიანის პროპორციების გამო – აუცილებლად 23°-იანი კუთხით იზომება, კუთხით, რომელსაც გეომეტრია ერთადერთ შესაძლებელ ვარიანტად წარმოაჩენს (შდრ. ვმ #4). ეს საყრდენი ტერფი, ცხადია, აუცილებელია, ესაა საფუძველი. ფეხი სვეტია, რომელიც მენჯის შუაგულიდან წამოსულ მიწოლის ძალას გადასცემს და უკანა ტერფს ხრახნივით ასობს მიწაში. როცა ეს ელემენტები თავს იყრის, ღერძის ხრახნითი მოძრაობით ძალა სხეულის ზედა ნაწილს გადაეცემა. მენჯიდან ხერხემლით ვრცელდება G წერტილში, რომელმაც თავის მხრივ ენერგია მხრის (წერტილი B) გავლით უნდა გადასცეს ხელის კიდეს. ეს ყველაფერი კი – ადამიანის φ პროპორციიდან გამომდინარე – სწორად მხოლოდ და მხოლოდ ხელის 23°-იანი დახრილობით მიიღწევა.

მაშასადამე ჭეშმარიტი აიკიდოს მოძრაობის პირველი ნაწილი სამი კუთხის კომპინაციის შედეგია:

  1. წინა ტერფის მიმართულების კუთხე, 30°,
  2. მუცლის მიმართულების კუთხე, 23°,
  3. ხელების მიწოლისა და ილეთისათვის საჭირო დახრილობის კუთხე, 23°.

ანუ არსებობს, როგორც ამას ვიტრუვიუსის მამაკაცის ჯვარი გვაჩვენებს, გეომეტრიული და ფიზიკური შესაბამისობა ტერფსა და საპირისპირო მხარს შორის: წინა ტერფის გახსნა უკანა მხრის შესვლის საშუალებას იძლევა. ეს ადამიანის სხეულის, ესე იგი აიკიდოს, ფუნდამენტური კანონია: სიმძლავრეს სხეულის ჩახრახნვა წარმოშობს. სწორხაზოვანი ძალისხმევა კი, პირიქით, მხოლოდ კუნთოვანი ძალისხმევაა, რომელიც მოქმედების სპირალურობის პრინციპს არღვევს.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikido-da-vitruviusis-mamakaci-6
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)