აიკიჯო - 19 ნო ავასე

მე-19 სუბურის ავასე შესრულება

მენ უჩი ჰიდარი ნაგარე გაეში უჩი აიკი ჯოს მეცხრამეტე და ბოლოსწინა სუბურია. თავისი თანამოძმის, მე-20 სუბურის დარად, ეს მოძრაობაც წრეში, 180 და 360 გრადუსზე მუშაობაში ავარჯიშებს გონებას.

წინხედი და გვერდხედი გეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ გაძლევთ საშუალებას ის კუთხეები, რომლებითაც გადიხართ, თქვენ მისწვდეთ და ამასთან თქვენ ვერ მოგწვდნენ.

თქვენს მოწინააღმდეგეთა შორის უსაფრთხო გზა არსებობს:

გაანათეთ ბნელი მიჯნა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
მოსახდენის მიმართ გულგრილი, მზად უნდა იყოთ მტრის დაუნდობელი შეტევისთვის და სიკვდილს სახეში უნდა უყუროთ.
და მაშინ ამ ორ სამეფოს შორის გამავალი გზა თვალწინ გაგინათდებათ.
- ო-სენსეი, „ბუდო“

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikijo-19-no-avase
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)