



აიკიდო საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად ყველა მხრიდან მომავალ შეტევებს გავუმკლავდეთ.





ზოგ საბრძოლო ხელოვნებაში სწავლობენ, თუ როგორ დაბლოკონ ჯერ მოწინააღმდეგე და შემდეგ როგორ დასცენ იგი ძირს. ეს შესაძლებელია ერთი თავდამსხმელის შემთხვევაში, მაგრამ თვითმკვლელობის ტოლფასია მაშინ, როცა გვიტევენ ბევრნი.
ორი, ოთხი, რვა ერთდროული შეტევის წინააღმდეგ არავითარი ბლოკირება აღარაა შესაძლებელი. ერთადერთი შესაძლებლობაა ირიმი, ირიმია აიკიდოს საიდუმლო.
ტაჩი ფურუი — მტერი, რომელსაც თავის წინ ვგონივარ
მაე ნი არუ კა ტო — ზევით სწევს თავის ხმალს
ოსოი კურუ — და არტყამს,
ტეკი ნო უშირო ნი — მაგრამ ამ დროს
ვარე ვა ტაჩიკერი — უკვე ზურგსუკან ვუდგავარ.
- ო-სენსეი, დოკა 88
ჰაპო გირის შესასრულებლად გამოყენებული ფეხების გადაადგილება ირიმის მთავარი გასაღებია. სწორედ ამიტომ უნდა ვაკეთოთ და ვაკეთოთ ჰაპო გირი ყველა შესაძლო ფორმით.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.