ალენ გრაზონი მე-7 დანი

ალენ გრაზონი TAI-ის კოლეგიის წევრია.

1965 წლის იანვარი

იწყებს აიკიდოს.

1965-დან 1966 წლამდე

სწავლობს ოსტატი მოშიძუკის სკოლაში.

1966-დან 1971 წლამდე

ოსტატი ნოკეს სკოლა.

1968

იღებს 1-ლ დანს და ხსნის პირველ კლუბს.

1970

მე-2 დანი.

1971

შედის ოსტატ ტოან ნგეიმის კლუბში. მისი რჩევით იცვლის სკოლას და ოსტატი ტამურას სკოლაში გადადის.

1973

იღებს აიკიდოს მასწავლებლის სახელმწიფო სერტიფიკატს.
ესწრება ტოკიოს აიკიკაის პირველ სემინარს იაპონიაში ოსტატების ტამურასა და პიერ შასანის თანხლებით.

1976

მე-3 დანი.

1980

მე-4 დანი.

1985

მე-5 დანი.

1987

მეორედ ჩადის იაპონიაში, ხვდება მე-9 დანის მფლობელს, საიტო სენსეის, და ეჭვქვეშ აყენებს თავის ცოდნას აიკიდოში.
იწყებს ტაკემუსუ აიკიდოს პრაქტიკას.

1999 წლის მაისი

მე-6 დანი.

2000

საიტო სენსეისთან ივამაში უჩი დეშად რამდენჯერმე ასვლის შემდეგ უკანასკნელად ხვდება მასწავლებელს 2002 წლის მაისში მის გარდაცვალებამდე.

2008

ITAF - ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის დამფუძნებელი წევრი.

2011 წლის მაისში

ITAF-ის მე-7 დანი..


იბარაკი, ივამას დოჯო


ბუკივაზა ივამაში


საიტო სენსეის, ფილიპ ვოარინოსა და იანიკ როლოსთან ერთად

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/alen-grazoni-me-7-dani
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)