ხშირად მივიწყებული ან უყურადღებოდ დატოვებული ატემები ფუნდამენტური რამაა აიკიდოში. როგორც ო-სენსეი ამბობდა, აიკიდო ირიმი/ატემიაო. ილეთის დრის სხვადასხვაგვარი ატემები შეიძლება გაკეთდეს.

ო-სენსეი დოჯო ნომაში (1935)
ატემი ფერდში.

წიგნი „ბუდოდან“ ამოღებული ფოტო
მორიჰეი უეშიბა, სანკიოს ვარიანტი, აჩვენებს ატემის გამოყენებას.

მუშტის დარტყმა სახეში კატატე ჩაჭიდებიდან სხვადასხვა ილეთებზე გადასასვლელად, როგორებიცაა იკიო, ნიკიო, სანკიო და ა. შ.…

ფერდებში გაკეთებული ატემები უშირო ერი დორის ჩავლებიდან საყელოს გაშვებინების მიზნით.
მერლე ძალიან ამახვილებს ყურადღებას ატემებზე, განსაკუთრებით სახეში დარტყმებზე და ამას კართაგენის განადგურებას ადარებს (ძვ. წ. 150-146 წწ).
ის დარტყმებისა და იმ ადგილების მნიშვნელობას ხსნის, სადაც დარტყმები მიდის. თუ დარტყმა გონივრული და სტრატეგიული იქნა, დანარჩენი სხეული ვერ გაუძლებს და ისევე დაეცემა, როგორც კართაგენი დაეცა რომთან დამარცხებული.

ატემი ფერდის სიმაღლეზე
ო-სენსეი ატემების აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას. - ოსტატი მორიჰირო საიტო

მუხლის დარტყმა კაიტენ ნაგეს შესრულებისას.

ფეხის დარტყმა მუხლში კატატე დორი შიჰო ნაგეს დროს

სახეში გაკეთებული ატემი გამოთავისუფლებული ხელით სანკიოს დროს.

დარტყმა სახეში კატატე დორი კოტე გაეშის დროს.
არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ილეთის მნიშვნელობა გაუგებარი ხდება, თუ ატემი გამოგვრჩება. - ოსტატი მორიჰირო საიტო „ტრადიციული აიკიდო“, ტომი მე-5
2004 წლის 18 მაისი
ტორი: მატიე ჟანდელი
უკე: დუ ნიკოლა
რედაქცია და ფოტოები შავან ალექსანდრისა
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.