ბანსაი #1

ტრადიციულად იაპონელები იმპერატორს დღეგრძელობას ხელების ზევით აწევით უსურვებენ, რაც ათ ათასს ნიშნავს: „ათი ათასი წელი იმპერატორს!“, ბანსაი იაპონურად. სხეულის ეს ფორმა აიკიდოში აუცილებელია ზოგიერთი შესვლის დროს.

ჯგუფური თავდასხმის დროს რაც უფრო მოულოდნელი იქნება თქვენი მოქმედების მიმართვა ერთი რომელიმე მოწინააღმდეგისკენ, მით უფრო იოლად მოახერხებთ მათი შეტევის დეზორიენტირებას.

აქ ნაჩვენები გადაადგილება საშუალებას გაძლევთ სწრაფად იმოძრაოთ ნებისმიერი მხარეს. ეს არის ჰაპო გირი. ამის დაუფლება მხოლოდ და მხოლოდ აიკი კენზე სიღრმისეული ვარჯიშის შედეგადაა შესაძლებელი.

აიკიდოს დემონსტრაციებისას ტორი ხშირად აძლევს უკეს წინ ვარდნის საშუალებას კოტე გაეშის დროს ისე, რომ ბოლომდე არ უკეთებს ხელზე კონტროლს. კეთების ამგვარი მანერა ხელს უწყობს მოძრაობის სანახაობრივად წარმოჩენას და ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამართლებულია. მაგრამ როდესაც კოტე გაეში უკეს უკან სრულდება მის საბრძოლო რეალობაში, ამ უკანასკნელისთვის ერთადერთი გზა უკან ვარდნაა იმისათვის, რომ მხარი არ ამოუვარდეს.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/bansai-1
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)