წერტილი ორგ

... როგორც ორგანიზაცია, ეს ახალი მისამართია. TAI-ს საიტი კანს იცვლის.

ინტერნეტის მომხმარებლები პირველ რიგში დიდ გრაფიკულ და სანავიგაციო გაუმჯობესებას აღმოაჩენენ: ამიერიდან საიტი უფრო მარტივი, უშუალო, ბუნებრივი და, ამ მიზეზების გამო, უფრო პროდუქტიულიცა იქნება.

განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიეს საიმისოდ, რომ სტატიათა სია უფრო ვიზუალური გამხდარიყო. ფოტოები უფრო დიდია, უფრო დეტალური, დაკაბადონება უფრო ზუსტი და უფრო მრავალფეროვანი. ყველა კომენტარი შენარჩუნებულია, მაგრამ ამიერიდან ისინი იმავე გვერდებზე ფიგურირებს, რომლებზეც სტატიებია გამოქვეყნებული, რაც მნიშვნელოვნად მეტ შესაბამისობებს ქმნის და თავიდან გვაცილებს მოსაწყენ და უთავბოლო სირბილს რუბრიკებს შორის. კომენტარების ტექსტების ფორმაც ასევე დახვეწილი და გამარტივებულია. სხვათა შორის, ახალი რუბრიკებიც გაჩნდა: „სტატიები წლების მიხედვით“, „ვიდეოიანი სტატიები“...

ახალმა საძიებო სისტემამ შესაძლებლობათა ველი გააფართოვა.

ამ სიახლეთა ერთიანობა ბევრად აუმჯობესებს საიტის იმ 215 სტატიის კითხვადობას, რომლებიც ამასთან ახლებური ფორმითაცაა წარმოდგენილი. თანაც ეს გვერდები ადაპტირებულია ყველა სახის ტექნიკისათვის, იქნება ეს პერსონალური კომპიუტერი, ინტერნეტ-დაფა, სმარტფონი, ნოუთბუკი თუ სხვა... მორგებულია ეკრანის რეზოლუციისა და ფანჯრების ზომის მიხედვით.

ფორუმზე საგანგებო გრაფაც გაჩნდა. ის განკუთვნილია ისეთი შეკითხვების მისაღებად, რომლებსაც სტატიის თემებთან პირდაპირი კავშირი არა აქვს.

მომხმარებელთა ანგარიშები და შესაბამისი იმეილები, რასაკვირველია, შენარჩუნებულია. უბრალოდ, მათ ხელახლა გასააქტიურებლად ახალი პაროლის მოთხოვნაა საჭირო.

სამი წლის წინ ტაკემუსუ აიკიდოს ახალი საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) შეიქმნა და ამ ახალმა ორგანიზაციამ საერთაშორისო დონეზე სწავლებისა და გამოცდების პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი იკისრა. შეიქმნა სასწრაფოდ ITAF-ის საიტიც. ამ ყველაფერმა შექმნა დამაკავშირებელი ბილიკი TAI/ITAF-ის სიახლეთა პორტალის სახით. ეს ახალი პორტალი, RSS ნაკადები, საინფორმაციო წერილები, დახვეწილი საშუალებებია საიტის სიახლეთათვის თვალის სადევნებლად ენების მიხედვით.

და ბოლოს, საიტი, უკვე პოპულარული ბევრ ქვეყანაში, ამ ახალი ფორმულით იმ ინსტრუმენტებს იძენს, რომელიც აქამდე აკლდა პლანეტარული მნიშვნელობით საერთაშორისო განვითარების საქმეში.
მართლაც, ინგლისური ვერსია უკვე გაშვებულია და კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი მეგობრის, ლეონის წყალობით, ვინც სინგაპურიდან გვაწვდის მაღალი ხარისხის თარგმანებს და მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო იმ პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მან აიღო, როდესაც დათანხმდა ამ სამუშაოს შესასრულებლად.
წლებია, რაც პაატა საქართველოში თარგმნის TAI-ს სტატიებს შიდა მოხმარებისათვის და შევთავაზეთ საიტის ქართული ვერსია შეგვექმნა.
ITAF-ის განვითარება ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გვინერგავს იმედს, რომ TAI-ს ჩინური და არაბული ვერსიებიც მალე იქნება ხელმისაწვდომი.

საიტის ეს ახალი ვერსია ნამდვილი დასაწყისი და მნიშვნელოვანი ეტაპია მსოფლიოში ტაკემუსუ აიკიდოს განვითარებისათვის. TAI-ს საიტი, აქამდე მხოლოდ ფრნაკოფონებისათვის განკუთვნილი, საერთაშორისო მისაწვდომობას იძენს მსოფლიოში ყველა იმ მოვარჯიშისათვის, ვინც ეძიებს და სურს ჩაუღრმავდეს ჭეშმარიტ კატემუსუ აიკიდოს, ისეთს, როგორიც ფუძემდებელმა, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ დახვეწა და სრულყო.

ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ვებმასტერ ფრანსუას, ამ საინფორმაციო კათედრალის ნამდვილი ოსტატის ძალისხმევის გარეშე. მისმა ენთუზიაზმმა, სიბეჯითემ, მოთმინებამ, სულგრძელობამ, საქმის ღრმა ცოდნამ და მოხალისის შრომამ შესაძლებელი გახადა ის, რაც თავდაპირველად მონუმენტად და შეუძლებელ საქმედ მიგვაჩნდა. მინდა ვისარგებლო დღეს მოცემული ამ შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო როგორც ჩემი პირადი, ისე TAI-სა და ITAF-ის ყველა წევრის, და უფრო ფართოდაც - მსოფლიოს ყველა აიკიდოკას სახელით, ვისთვისაც მისი წყალობით ხელმისაწვდომი გახდება ყველა ის ინფორმაცია, რასაც აქამდე გავრცელების ძალიან პატარა შანსი ჰქონდა.

ფილიპ ვოარინო, შამენი, 2011 წელი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/certili-org
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)