დავიწყებული ილეთი #1 - შიჰო ნაგე, ირიმი ნაგე...?

ფორმათა მრავალფეროვნება, რომელთაც აიკიდო წარმოშობს, ცხოვრებისეული მრვალფეროვნებასავითაა: ისინი უსაზღვროა. ალბათ ამან კატალოგების შედგენის ჩვენს ახირებულ მოთხოვნილებაზე უნდა დაგვაფიქროს.

თავად ო-სენსეის კატალოგები არ ჰქონია. მისი მოძრაობები სპონტანურად, დაუგეგმავად იბადებოდა. მათგან ყველაზე კლასიკურები მეტ-ნაკლებად დაიხსომეს და ისინიც ჩვენს სავარჯიშო და საგამოცდო პროგრამებში მოხვდა. სამაგიეროდ სხვებმა ვერ გაუძლო დროს.

ჩვენ ფრიად არასახარბიელო მიდრეკილება გვაქვს ამ ფორმების სისტემატური რანგირებისა აიკიდოს წინამორბედთა, აიკი ჯუჯიცუსა თუ აიკი ბუდოს მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაში. ეს კი შეცდომაა, ო-სენსეი ცხოვრების ბოლომდე ხმარობდა დღეს მივიწყებულ ბევრ ფორმას და ეს ფორმები წმინდად ტაკემუსუ აიკის გამოხატულება იყო.

ჩვენ ისინი უბრალოდ დავკარგეთ.

აიტე: რიო კატა დორი.

  1. გადით აიტეს შეტევის ხაზიდან და წონასწორობა მისგან მარჯვნივ დააკარგინეთ.
  2. თავი მისი წინა ფეხის შესაბამისი ხელის ქვეშ გაიტანეთ. თქვენი ხელები, „კოკიუს“ ფორმით, მუხლების შესაძლო დარტყმებისგან დაგიცავთ.

  1. ფეხების გადაადგილება ჰაპო გირი: 270°-ის შესაბამისია.
  2. ტრიალის ბოლოს თქვენი ხელი ვერტიკალურად ადის, რომ აიტეს თავს კაუჭივით გამოედოს.

თუ ხელი ვერტიკალურად არ ადის, მას კაუჭივით ვერ გამოსდებთ აიტეს თავს. იგივე მოხდება, თუკი არასაკმარისად შემოტრიალდებით.

რა ვუწოდოთ ამ ილეთს? შიჰო ნაგე, ირიმი ნაგე...? რთული განსასაზღვრია, რადგან იგი იმ მოძრაობათა ელემენტებს შეიცავს, რომლებიც ჩვენს კატალოგებში სხვადასხვა რუბრიკებში არის მოთავსებული. და ძალიან დიდი ალბათობით სწორედ იმიტომაც დაივიწყეს, რომ სახელი ვერ დაარქვეს, რაც გამორჩევისა და დახსომების საშუალებას იძლევა.

გავიხსენოთ, რომ ო-სენსეის არასდროს უწოდებია სახელი მის მიერ შესრულებული მოძრაობებისთვის.

ილეთებისათვის სახელების მინიჭება — რაც არა ო-სენსეის, არამედ მისი მოწაფეების არჩევანი იყო — კარგი ინიციატივა და გონივრული საშულება აღმოჩნდა და ამან მომავლისთვის მათი გადაცემა აქცია შესაძლებლად.

ეს უდაოდ სიმართლეა გარკვეული თვალსაზრისით. მაგრამ ყველაფერს აქვს საპირისპირო მხარე.
ილეთებისათვის სახელის დარქმევის სურვილი ამავე დროს შემზღუდველი ელემენტიც გამოდგა, რამაც ეს ილეთები უსიცოცხლო ფორმებად გააქვავა და დღეს ჩვენ მათ სხვადასხვა უჯრებში ვათავსებთ.

ზოგადი თვალსაზრისით ამ შესანიშნავმა წამოწყებამ, ილეთების სახელდებამ, თანამედროვე სამყაროში აიკიდოს ღრმა არცოდნას დაუდო სათავე.
მაშ რა ვქნათ? უბრალოდ, ვიცოდეთ და ნუ მივმართავთ მთელ მის ყურადღება მეორეხარისხოვანი რაღაცეებისკენ.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/davicqebuli-ileti-1-shiho-nage-irimi-nage
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)