გოდოლი ბაბილონში

 „ხაზების გადაკვეთა“ 丁条 ??? „სად გამოჩხრიკეთ ერთდროულად ეს დაწერილობა და ეს თარგმანი? გარდა იმისა, რომ კანჯის ეს შეთანხმება არ წარმოითქმის "კაჯოდ", არც თვითონ სიტყვა ნიშნავს არაფერს. ტერმინ კაჯოს, რომელიც ასე იწერება 箇条 ან か条, ერთადერთი მნიშვნელობა აქვს, "მუხლი", "პუნქტი"...

http://www.aikidotakemusu.org/fr/comment/1972#comment-1972

გამარჯობა, ერიკ,

აი შეკითხვა, რომელიც TAI-ს ფორუმზე, კაჯო #23-თან დამისვით.

მგონი, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამართლებს პასუხის გაცემას ჩემი მხრიდან ამ სარედაქციო წერილის ფორმით.
კაჯოს მნიშვნელობა მართლაც უმნიშვნელოვანესი რამაა აიკიდოს არსის გაგებისათვის. და, რამდენადაც ვიცი, ეს გამოთქმა არც თარგმნილა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებლად აქამდე.

მაშ თქვენთვის აიკიდოს კაჯო ასე იწერება 箇条. და როდესაც ო-სენსეი, გოძო შიოდა, ტადაში აბე, ნობუიოში ტამურა და სხვები ამას წერენ, ისინი ასე წერენ. ხოლო მნიშვნელობა, რომელსაც ისინი მასში დებდნენ, მუხლი, ელემენტი, ან ნაწილი იყო. მაშასადამე იკაჯო პირველი პუნქტია, ნიკაჯო მეორე პუნქტი, სანკაჯო მესამე და ა. შ., ასეთი ბანალური რამ და მეტი არაფერი...

თითქოს ბედისწერა დაგვცინისო ხანდახან. მართლაც, საკმაოდ ირონიულია ჩემთვის ამ შეკითხვის გამოგზავნა და თანაც თქვენი შუამავლობით.
თუ სწორად მახსოვს, თქვენ ტამურა სენსეისთან დაახლოებული მოწაფე იყავით მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში. ჰოდა შეიძლება გაგიკვირდეთ და სიტყვა კაჯოს ეს იაპონური დაწერილობა 1980 წელს ფრანგულად გამოცემული უმნიშვნელოვანესი ნაშრომიდან „გამოვჩხრიკე“, რომელიც Europe Aikido-სთან თანამშრომლობით გამოვიდა, რომლის სათაურია „აიკიდო“ და რომლის ავტორიც მავანი ნობუიოში ტამურა გახლავთ…
უაღრესად საინტერესოა, რომ ამ წიგნის 253-ე გვერდზე ნაშრომში გამოყენებული იაპონური სიტყვების ინდექსი მდებარეობს და ტამურა სენსეის შესანიშნავი აზრი მოუვიდა, რომაჯის გასწვრივ თითოეული ტერმინის კანჯით დაწერილობა მიეთითებინა.

აი ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტი:

შეგიძლიათ გადაამოწმოთ მეოთხე ხაზზე, რომ კაჯოს თქვენი მასწავლებელი არ წერს იმ ორი სახით, როგორითაც თქვენ წარმოადგინეთ, არამედ პირიქით, წერია ისე, როგორც მე მაჩვენებ (丁条) და რომ ამ ორი კანჯის ეს კავშირი მისთვის გამოითქმის როგორც „კაჯო“.

ეს, რაც შეეხება დაწერილობასა და წარმოთქმას, ანუ თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს.
მე მგონი, აქ ორი აზრი აღარ არის.

ახლა თარგმანზე გადავიდეთ.
საჭიროა, რომ მკითხველები, რომლებიც არ არიან გაშინაურებულნი იაპონურ სემანტიკასთან, ცოტათი გარკვნენ საკითხში.
მე მოვძებნე არსი სიტყვებისა 丁 (კა) და 条 (ჯო) კანჯის ეტიმოლოგიურ ლექსიკონში. ეს ლექსიკონი კენეთ გ. ჰენშელმა გამოსცა 1988 წელს Tuttle Company, Inc-ში. (ვერმონტი/ტოკიო).
კენეთ ჰენშელ ფილოლოგია, ანუ იდეოგრამათა ჩამოყალიბების ისტორიას იკვლევს და ამისათვის მათი მნიშვნელობების ჯაჭვს ადგენს ერთიმეორის მიყოლებით. თანამედროვე მნიშვნელობები ყოველთვის სიტყვის პირველადი არსიდან გამომდინარეობს, რაც შეიძლება ძალიან შორს წავიდეს წარსულში.

აი, რას წერს ის კანჯი n° 346-ის თაობაზე ჯოიო კანჯის სიაში (ანუ იაპონიის განათლების სამინისტროს მიერ თანამედროვე წაკითხვისათვის ოფიციალურად აღიარებულ 1945 საბაზო იდეოგრამის სიაში):

მაშასადამე 丁 ლურსმნის ნახატისგან წარმოშობილა. თავისი ფორმის გამო შემდგომ ‘უბნის’ მნიშვნელობა მიუღია. მართლაც ის ორი სწორკუთხოვანი ქუჩის გადაკვეთის აზრს შეიცავს, რომელიც ორ მაღალსართულიან შენობას შორის ზღვარს ავლებს. სწორედ ამიტომ გვხვდება ის თანამედროვე გამოთქმაში ტეიჯირო, რაც ქუჩების კვეთას გულისხმობს და სიტყვაში ჩომე, რაც თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსს ნიშნავს (აქედან ორი ქუჩის იქით ვცხოვრობ = I live two blocks from here).


ტეიჯირო


ჩომე

მაშასადამე 丁-ს უმთავრესი მნიშვნელობა ურთიერთგადამკვეთი გზები და ხაზები ყოფილა, რასაც პირდაპირი გაგებით წერს ჰენშელი.

მართალია, რომ, ჩვეულებრივ, ის გამოითქმის როგორც ‘ჩო’ ან ‘ტეი’. მე არ ვიცი, რა მიზეზით იკითხება იგი ‘კად’ სიტყვაში კაჯო და თუ რომელიმე მკითხველს აქვს ამის პასუხი, მისი მადლიერი ვიქნები, თუკი მას ფორუმზე გაგვიზიარებს.

ახლა აი, რას განმარტავს კენეთ ჰენშელი კანჯი n° 716-ის შესახებ:

მაშ, 条 თავიდან ყოფილა ნახატი, სადაც გამოსახული იყო (ხის) ჯოხიანი ხელი, რომლითაც ადამიანს სცემენ.
ჯოხს რაღაც სწორამდე, სწორ საგნამდე ვივყავართ, ანუ ხაზამდე, მათ შორის, გადატანითი მნიშვნელობით, „არგუმენტების ხაზამდე“, ანუ მსჯელობამდე.
ამიტომაც ‘ჯო’ გვხვდება თანამედროვეობაში ‘მუხლის’, ‘პუნქტის’ გაგებით (მაგალითად, ტრაქტატის ან ხელშეკრულების შემთხვევაში), როგორც თქვენ იხსენიებთ სამართლიანად თქვენს შეკითხვაში.

და ბოლოს, თუ განვიხილავთ ღრმა, ეტიმოლოგიურ აზრს, 丁 (ჩო/კა) გადაჯვარედინებას, ხაზების გადაკვეთას, ხოლო 条 (ჯო) ხაზს ნიშნავს.

ამგვარად ჩანს, რომ ხაზის მნიშვნელობა გამოთქმა ‘კაჯოს’ ცენტრშია, არაერთხელ მეორდება და თან ისე მეორდება თითოეულ იდეოგრამაში, რომ ეს გაორკეცებული ძალით წამოაჩინოს. მეორე კანჯიში ის უზადოდ სწორ მერქანს ნიშნავს, რომელის გარშემოც ხე ყალიბდება და პირველ კანჯიში ის გადაკვეთის ცნებას უკავშირდება, როგორც ტოტები კვეთენ ხოლმე მერქნის ხაზებს. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი კაჯო ჟორჟ ბრასენსის სიტყვებით დავიწყეთ:

ჩემი ხის წინ ვცხოვრობდი უდარდელად აქამდე… 

აი, რატომ ვთარგმნე კაჯო „ხაზების გადაკვეთით“.

თქვენ ალბათ ხვდებით, რომ თქვენ მიერ ნახსენები 箇-ს (კა) მოძებნა მომინდა ეტიმოლოგიურ ლექსიკონში, რომელსაც თქვენ ხმარობთ კაჯოს დაწერისას (რაც, რასაკვირველია, კორექტულია თანამედროვე იაპონურისთვის) და გთავაზობთ იმას, რაც იქ დამხვდა და ესეც საკმაოდ საკვირველია:

დამთხვევა…, 箇-ს (კა) ეტიმოლოგიური მნიშვნელობაც რაღაც ძალიან სწორს, 条-სმაგვარს (ჯო) ნიშნავს. ეს იდეოგრამა თავდაპირველად მართლაც გამოიყენებოდა დახლის აღსანიშნავად, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ბამბუკის სწორ ღეროებს აგროვებდნენ გასაყიდად.
მაგრამ თუ სწორ ხაზს ვხვდებით 箇-ში, სამაგიეროდ გადაჯვარედინების აზრი არ მოიძევება აქ, როგორც 丁-ს შემთხვევაში და სულაც არაა შეუძლებელი, სწორედ ამ ნაკლის გამო კაჯოს დასაწერად 丁 ამჯობინეს 箇-ს... ძალიან კონკრეტული აზრის გამოხატვისას, სადაც გამოთქმა აიკიდოს ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. ამით აიხსნებოდა, რომ შემდეგომში 丁 (ჩო) წარმოთქვეს, როგორც 箇 (კა). თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მეტი არაფერი.

როგორც არ უნდა იყოს, ამიერიდან ერთი რამ ცხადია. ის, რომ აიკიდოს კაჯო უნდა დაიწეროს ასე - 丁条 და ითარგმნოს, როგორც „ხაზების გადაკვეთა“.

ახლა, მიღებულის გათვალისწინებით, ჩასვით ეს გამოთქმა არქეტიპულად იმაში, რაც კაჯოების ამ სერიაში გაცხადდა და რითაც აიკიდოს ილეთები მკაცრადაა მოწესრიგებული ცენტრიდან გამომავალი ხაზებით, რომლებიც ერთმანეთს ამავე ცენტრში მათემატიკური სიზუსტის კუთხეებში კვეთენ.
აზრი „ხაზების გადაკვეთა“ სრულიად სხვა რეზონანსსა და განზომილებას იძენს, არა განა? მეჩვენება, რომ ის ტონს იძლევა და მკაფიოდ აცხადებს საქმის არსს: აიკიდოს ღვთიური ილეთები ხაზებზე იშვება და ეს ხაზები ზედმიწევნით მოწესრიგებულად კვეთენ ერთმანეთს იმ ჰარმონიის მისაღწევად, რომელიც ადამიანური გაგების ზღვარზეა… ხაზების გადაკვეთა:

ამიტომაც შემოვინახე კაჯოების სერიის ბოლოსთვის ამ შესანიშნავი შინაარსის გაცხადება, იმიტომ რომ ვიცოდი, შეუძლებელია მკითხველისთვის ამის გაგება, თუ წინასწარ დეტალურად არ აუხსნი მთელ სისტემას. ამ დროიდან მოყოლებული ველოდებოდი, რომ რომელიმე მკითხველის ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა შესაძლებლობას მომცემდა უფრო სიღრმისეულად გამომეთქვა სათქმელი. მადლობა, ერიკ, რომ ასეთი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეთ.
გასაკუთრებით, მადლობა იმ პრობლემის წამოჭრისათვის, რომლის გადაწყვეტასაც აქამდე ვერ ვახერხებდი.
მართლაც, ვერაფერს გასაკვირს ვერ ვხედავდი იმაში, რომ დასავლელები კაჯოს შინაარსის სრულიად მიღმა დარჩნენ, რადგანაც ისინი კანჯის ვერ კითხულობენ. მაგრამ არის ერთი რამ, რისი გაგებაც ვერაფრით ვერ მოვახერხე თქვენს შეკითხვამდე. როგორ ხდებოდა, რომ იაპონელები დასავლელებზე მეტად არ იღებდნენ მხედველობაში „ხაზების გადაკვეთის“ შინაარსს, რაც, წესით, მათ თვალში უნდა სცემოდათ 丁条-ის წერისას.
ისევ თქვენ მაპოვნინეთ სწორი პასუხი - იაპონელები თქვენსავით ლაპარაკობენ და წერენ თანამედროვე იაპონურად, მათ არ იციან იმ კანჯის ღრმა აზრი, რომელსაც იყენებენ და მისგან ყველაზე ახალ და ყველაზე ზედაპირულ შინაარსს იხსომებენ. ანუ მათ უბრალოდ ვერ დაინახეს ის, რაც ეწერა და კაჯო ჩვეულებრივ ნუმერაციად მიიჩნიეს, იკაჯო, ნიკაჯო… პუნქტი n° 1, პუნქტი n°2…, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ აზრს დებენ 箇条-ში.

თუ 丁条-ს (კაჯო) დაწერილობა, შინაარსი და წარმოთქმა უცნობია თანამედროვე იაპონურისთვის, იგივე შეიძლება ითქვას იმ დაწერილობაზე, რომელსაც ო-სენსეი იყენებდა, იმ შინაარსზე, რომელსაც იგი დებდა ამაში და იმაზეც, თუ როგორ წარმოთქვამდა იგი ამ ყველაფერს. არ დაგავიწყდეთ, რომ ფუძემდებელი ხშირად იშველიებდა ენის არქაულ ფორმებს იმ რთული ცნებების გამოსახატად, რომლის გადმოცემასაც იგი ცდილობდა, იმიტომ რომ ეს არქაული ფორმები ინარჩუნებენ იმ აუცილებელ შინაარსს - ჟამთა სვლისაგან დაფარულს - რომელიც სრულიად უცხოა თანამედროვეობისთვის (რითიც აიხსნება ის ამბავი, რომ ბოლომდე მართლა აღარავის ესმოდა, რას ლაპარაკობდა იგი).
*მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება, რომ ტამურა სენსეი, რომელიც თანამედროვე, XX საუკუნის მეორე ნახევრის ადამიანი იყო, ვერასოდეს წარმოთქვამდა და დაწერდა კაჯოს ისე, როგორც დაწერა, მას რომ ეს ო-სენსეისგან არ ესწავლა *

ძვირფასი სიტყვებიო“, ამბობთ თქვენს ბლოგში Budoshugyosha, ტამურა სენსეის შესახებ… კაჯო ერთი მათგანია, ამას წყალი არ გაუვა. მან ის ჩვენ დაგვიტოვა, ჭკუა რომ ვისწავლოთ.
შევძლოთ იმის დანახვა, რაც მართლა მნიშვნელოვანია.
რადგან ეს ორი მარცვალი დინამიტივითაა. ვრცელ სიტყვებზე მეტად მათ შეუძლიათ გააქრონ უმეცრება, ძირფესვიანად გარდაქმნან აიკიდოს გაგება და, აქედან გამომდინარე, პრაქტიკა ყველასი, ვინც დათანხმდება და ამ გზას მიიღებს.
მას, ვისაც არ უნდა წინ ბრმად სიარული, უნდა მიიღოს ეს და დასკვნებიც აქედან გამოიტანოს: იმ აიკიდოს ვარჯიში, რომელიც ღვთიურ გეგმას არ მიჰყვება, უშედეგოა.
შემდეგ მუშაობას უნდა შეუდგეს.
საქმე წინ კიდევ ბევრია, ფსევდო-ცოდნა კი ბაბილონის გოდოლი.

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის 11 სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/godoli-babilonshi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)