ჰაპო გირის არსი

აიკიდოში არ დადიან, აქ ირიმი-ტენკანით მოძრაობენ.

ჰაპო გირი რვა მხარეს ჭრის სავარჯიშოა. ის განსაკუთრებულად საინტერესო სავარჯიშო გახლავთ, იმდენად, რომდენადაც მასში ნაჩვენებია, რომ ადამიანის სხეული მოძრაობს ვერტიკალური ღერძის მიხედვით, რომელიც თავის თავის გარშემო ტრიალებს.

თეძოების, ფეხების, მხრებისა და ხელების ბრუნვა ამ ღერძის გარშემო საშუალებას გვაძლევს, ვჭრათ ნებისმიერი მიმართულებით ჰორიზონტალურ ჭრილში, 360°-ით, უჩი ტაჩის გარშემო (რვა მიმართულება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია).

თუმცა ცხადია, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ღერძი ბრუნვას იწყებს. როდესაც ღერძი ბრუნვას იწყებს, ის აუცილებლად ჩართავს საქმეში ჯერ თეძოებს, მხრებს, ხელებს, ამის შემდეგ უკვე ხმალს და მხოლოდ ტრიალის ბოლოს სწყდება ტერფი იატაკს და უკანა ფეხი მიდის წინისკენ.

სწორედ ასეთი თანამიმდევრობით უნდა გადაებას ერთმანეთს ჭრის პროცესის ყველა შემადგენელი ნაწილი.

ჰაპო გირის შესრულება "სიარულით", ნაბიჯების გადადგმით მარჯვნისაკენ და მარცხნისაკენ, ნიშნავს, რომ გვავიწყდება ბრუნვა და ამ ყველაფერს ვაკლებთ იმას, რისთვისაც შეიქმნა ეს სავარჯიშო. გამოდის, გვგონია, რომ აიკიდო სიარულია, ნაშინ როცა აქ ირიმი-ტენკანის მეტი არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ირიმი-ტენკანი არის ბრუნვა, საიდანაც აიკიდოს სპირალური მოძრაობა იბადება. აიკიდოში მოვარჯიშე მბრუნავი დერვიშია, ხოლო საუკეთესო გამოხატულება აიკიდოს პრინციპის გაგებისათვის კვლავაც ბზრიალა რჩება.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/hapo-giris-arsi?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)