ჰიტო ე მის წარმოშობა

ჰიტო ე მის ბრუნვითი მოძრაობა წარმოშობს, ჰიტო ე მი თავისი ვერტიკალური ღერძის გარშემო სხეულის ბრუნვის შედეგია. ეს გახლავთ სხეულის თითქმის ისეთივე ელვისებური გასვლა სივრცის ერთი წერტილიდან, როგორიც პროპელერის ფრთების ბრუნვაა მთელ მათ წრეზე. როდესაც პროპელერი ტრიალებს, მისი ფრთა არ ჩერდება. ასევე ხდება ჰიტო ე მის დროსაც და სწორედ ამის გამო არ არის ის დგომი, განსხვავებით ჰანმისაგან.

თუ ბრუნვის პროცესს ბოლომდე დავაქუცმაცებთ, შევამჩნევთ, რომ გარე თეძოს ტენკანის მოქმედებას შედეგად სხეულის წინა ნაწილის, სახელდობრ კი, მთელი ფეხისა და ტერფის გახსნა მოჰყვება. ეს გახსნა აუცილებელი პირობაა შიდა თეძოს შესვლისათვის ( ირიმი ), ვინაიდან იგი სხეულის უკანა ნაწილს საშუალებას აძლევს ამგვარად გამოთავისუფლებულ სივრცეში შეიჭრას.

ასეთი რამის თქმამ შეიძლება აფიქრებინოს ადამიანს, რომ ტენკანის თეძო ერთგვარად წინ უსრებს და რომ ირიმი მხოლოდ და მხოლოდ "მიჰყვება" ან უკანასკნელის მოძრაობას. არადა ასე არ გახლავთ : ამ ორი მოძრაობის თანხვედრა დროში სრული და გარდაუვალია და სწორედ ამის გამოც არის ავასე იდეალური. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ შეგრძნება უნდა ემყარებოდეს ტენკანის თეძოს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტენკანის მოძრაობა დროში წინ უსწრებს რამეს.

ამ ყოველივემ შეიძლება სწორი გზა გვაპოვინოს სიყვარულის ცნების გაგებისათვის, რომელიც ო-სენსეის ფიქრების შუაგულში იყო. აქ სიყვარულში ჩვენთვის ნაცნობი გრძნობისმიერი ძალა არ იგულისხმება, ის იმ ორი ურთიერთშემავსებელი ძალის შერწყმად მიიჩნევა, რომელიც რაღაც სიახლეს წარმოქმნის. მამაკაცისა და ქალის შერწყმისაგან ბავშვი იბადება, აიკიდოში კი ურთიერთშემავსებელი ძალების შერწყმა წარმოშობს მოძრაობას, რომელიც, გარედან დანახვისას ამა თუ იმ ილეთის ფორმას იძენს. ილეთს, რომელიც ამ სტატიაში გამოგვადგა ამ მექანიკის გათვალსაჩინოებისთვის, შიჰო ნაგე ეწოდება.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის თებერვალი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/hito-e-mis-carmoshoba?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)