
კუთხე 1: იოკომენ უჩი / ომოტე
აიტე ნაგეს წინა ფეხის მხარეს უტევს თავში.

კუთხე 3: შომენ უჩი / ჰენკა ვაზა
როდესაც არც ომოტეა შესაძლებელი და არც ურა...

შედით იმ განწყობით, თითქოს კოკიუ ჰოს აკეთებდეთ. ნუ დაუწყებთ ბრძოლას აიტეს ხელს.

კუთხე 2: იოკომენ უჩი / ურა
როდესაც აიტეს წინა მხარეს ვერ აკარგინებთ წონასწორობას...

უკან დაიხიეთ ტენკანით და გამოიყენეთ მესამე კუთხე.

აიტეს წონასწორობა დააკარგინეთ წინა მხარეს.

...წონასწორობა დააკარგინეთ უკანა მხარეს.

თავდაპირველი ტექნიკა: დაუბლოკეთ აიტეს წინა ფეხი და დააწექით იდაყვს.

აიტეს ხელი 90°-იან კუთხეს უნდა ქმნიდეს თავის ხერხემალთან.

თითქოს ხმლით ჭრიდეთ.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.