
საწყისი დგომი ძუკი ნო კამაე.

დაიწყეთ სხეულის ბრუნვა, რომელიც იქამდე „ქაჩავს“ უკან ჯოს, ვიდრე თქვენი მარცხენა ხელი ჯოს წინა კიდესთან არ აღმოჩნდება.

განაგრძეთ ბრუნვა, მარცხენა ხელი, რომელსაც ახლა უჭირავს კიდე, „აწვება“ ჯოს…

…იქამდე, ვიდრე არ შეეხება მარჯვენა ხელს, რომელშიც გამოაცურეთ ჯო.

გაუშვით მარცხენა ხელი და დაიწყეთ დარტყმა.

შეტევის კუთხე იგივეა, რაც გიაკუ იოკომენის დროს.

თქვენი სამიზნე მოწინააღმდეგის კისერია.

დარტყმის შემდეგ ჯო თავის გზას ასრულებს მარცხენა ხელში, რომელიც ჯოს მისაღებადაა გახსნილი.




დაუკვირდით იმას, რისი დანახვაც მხოლოდ დინამიკაში შეიძლება: ჯო სამიზნეს აღწევს წამის მეასედით ადრე, ვიდრე უკანა ფეხი მოვა თავის ადგილას. სამიზნე ზუსტად თქვენი მუცლის გაგრძელებაზე უნდა იყოს.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.