ჯო სუბური #15 - ჰასო გაეში ძუკი


დასაწყისი ჩუდანის დგომიდან.


ეს მნიშვნელოვანია: არ გამოქაჩოთ მარცხენა ხელით ჯო უკნისაკენ, თქვენ ამის დრო არა გაქვთ და თან ეს მხოლოდ ხელებით კეთდება, რაც დასაგმობია აიკიდოში. პირველ რიგში სხეული იწყებს მოძრაობას, დაიწყეთ ტრიალი მარჯვნისკენ, რაც შეტევის ხაზს უხსნის მოწინააღმდეგეს და რასაც თქვენი ჯო უკან და მარჯვნივ მიაქვს.


უკნისკენ შეტრიალებასთან ერთად ღერძის ბრუნვისგან ამოძრავებული თქვენი მარჯვენა ხელი ჯოს უკნისკენ იქამდე ჩასრიალდება, ვიდრე ბოლო მესამედს არ მიაღწევს.


უკნისკენ შეტრიალებისგან ამჯერად თქვენი მარცხენა ხელი ჯოს შუამდე ჩამოცურდება და ამგვარად დარტყმის ადგილს ათავისუფლებს. დარტყმა აქ გვერდიდანაა.


ახლა მარცხენა ხელი გაუშვით, ჯო ვერტიკალურად ავარდება უკან.


და მარცხენა ხელს მის ბოლოს ისევ ჩაავლებთ, ჰასო პოზიციაში.


შეცვალეთ ახლა მარჯვენა ხელის ჩავლება.


დაიწყეთ წინ დარტყმა, მარცხენა ხელი, რომელსაც ღერძის ბრუნვა ამოძრავებს, ჯოს წინ ქაჩავს. ჯო მარჯვენა ხელში სრიალებს, იქამდე, ვიდრე ხელი მის ბოლოს არ მიაღწევს.


დაასრულეთ ტრიალი და დარწმუნდით, რომ პროცესი უკუღმა წავა: ახლა მარჯვენა ხელი „აწვება“ ჯოს, რომელიც მარცხენა ხელში სრიალებს, ვიდრე სამიზენს არ მიაღწევს.
NB: შეუძლებელია ღერძის ტრიალი, თუკი ფეხები ჰიტო ე მიში არ გიდგათ. წინა ფეხის 60°-ზე გახსნის გარეშე სხეული ვეღარ მონაწილეობს და დარტყმას ხელები მისგან დამოუკიდებლად ასრულებს.


დარტყმის შემდეგ ჯო უკან წამოიღეთ და სხეული საპირისპირო მხარეს დაატრიალეთ: მარცხენა ხელი „აწვება“ ჯოს, რომელიც მარჯვენა ხელში სრიალებს. გაუშვით მარცხენა ხელი.


ჯო უკან ავარდება და შეგიძლიათ მისი მეორე ბოლო მარცხენა ხელით დაიჭიროთ…


…რომ ჰასოს პოზიციაში დაბრუნდეთ.

დინამიური ვერსია

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jo-suburi-15-haso-gaeshi-zuki?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)