ჯო სუბური #18 - ჰასო გაეში უშირო ჰარაი


დასაწყისი ჩუდანის დგომიდან.


ეს მნიშვნელოვანია: არ გამოქაჩოთ მარცხენა ხელით ჯო უკნისაკენ, თქვენ ამის დრო არა გაქვთ და თან ეს მხოლოდ ხელებით კეთდება, რაც დასაგმობია აიკიდოში. პირველ რიგში სხეული იწყებს მოძრაობას, დაიწყეთ ტრიალი მარჯვნისკენ, რაც შეტევის ხაზს უხსნის მოწინააღმდეგეს და რასაც თქვენი ჯო უკან და მარჯვნივ მიაქვს.


უკნისკენ შეტრიალებასთან ერთად თქვენი მარჯვენა ხელი ჯოს უკნისკენ იქამდე ჩასრიალდება, ვიდრე ბოლო მესამედს არ მიაღწევს.


უკნისკენ შეტრიალებისგან ამჯერად თქვენი მარცხენა ხელი ჯოს შუამდე ჩამოცურდება და ამგვარად დარტყმის ადგილს ათავისუფლებს. დარტყმა აქ გვერდიდანაა.


ახლა მარცხენა ხელი გაუშვით, ჯო ვერტიკალურად ავარდება უკან.


და მარცხენა ხელს მის ბოლოს ისევ ჩაავლებთ, ჰასო პოზიციაში.

უკეთ რომ გამოჩნდეს მოძრაობა, ამ ბოლო ფოტოდან უკანა ხედებს ავიღებთ.

შეცვალეთ მარჯვენა ხელის პოზიცია ჯოზე.


შემობრუნდით 180°-ით და აიტანეთ ჯო თავს ზემოთ, როგორც ჰასო გაეში უშირო უჩის დროს.


დაარტყით იოკომენი უკან მოხვეტის დიდი მოძრაობით…


…მარჯვენა ფეხი უკან გადის.


დაბრუნდით ჰიტო ე მის პოზიციაში. დაუკვირდით თქვენი სხეულის მიმართ ჯოს მდებაროებას და ზედ თქვენი მარჯვენა ხელის პოზიციას.

დინამიური ვერსია

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jo-suburi-18-haso-gaeshi-ushiro-harai?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)