ჯო სუბური #2 - გაეში ძუკი

ჰანმი არის სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს სხეულის პოზიციას მთლიანობაში. ჰიტო ე მი კი განსაზღვრავს ფეხების მდგომარეობას მაშინ, როდესაც სხეული ჰანმის დგომშია.

ჯოს ზედა ბოლო სხეულის ღერძის უკნისკენ ბრუნვას მოაქვს თქვენს მარჯვენა ხელთან, რომელიც მას უცდის. არავითარ შემთხვევაში არ მიიტანოთ მარჯვენა ხელი ჯოს ზედა ბოლოსთან. ეს თქვენს მარჯვენა მხარს წინ წაიღებს და სხეულს იმ მიმართულების საწინააღმდეგოდ დაატრიალებს, რომელიც თქვენ გჭირდებათ დასარტყმელად. აიკიდოში თქვენი ხელები არასდროს მოძრაობს დამოუკიდებლად, ისინი სხეულის მოძრაობას მიჰყვება, სხეული კი ღერძის გარშემო ტრიალებს.

დაარტყით ძუკი ჯოთი და ეს თქვენი მუცლის გაგრძელებაზე უნდა მოხდეს.

ამ ფოტოზე ერთი კლასიკური შეცდომა ჩანს: ჯო ერთ მხარეს ურტყამს, მაშინ როცა მუცელი, ანუ სხეული სხვა მხარესაა მიბრუნებული. ენერგია გაფანტულია, ხოლო მოქმედების პრინციპი არაა დაცული. შენიშნეთ ისიც, რომ ფეხები არ დგას ჰიტო ე მის პოზიციაში.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jo-suburi-2-gaeshi-zuki?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)