ჯო სუბური #4 - ძუკი გედან გაეში უჩი

ძუკი ნო კანაეს დგომიდან დაარტყით ჩოკუ ძუკი. მოძრაობია მოკლეა, აუცილებლად მოერიდეთ ხელების ყოველგვარ გრძელ ქნევას.


მოამზადეთ ჯო შემდგომი დატყმისთვის. ნუ ეცდებით მის დამალვას თქვენი სხეულის უკან. ეს ფაზა არანაირად არ გულისხმობს უკან დარტყმას.


დაუკვირდით, რომ თქვენი მუცელი მიმართული იყოს სამიზნისკენ, რადგან ეს მოძრაობა სინამდვილეში შემდგომი მოძრაობის დასაწყისია.


დაუყოვნებლივ დაიწყეთ სხეულის ღერძის ბრუნვა: სწორედ ამ ღერძის ბრუნვას მოაქვს თქვენი მარჯვენა ფეხი წინ. ფეხი ვერ წავა წინ, ვიდრე მოძრაობის მოტორი არ იქნება ამუშავებული.


თუ მოძრაობის დინამიკას აჰყვებით ჰიტო ე მის პოზიციის მიღმა, კონტროლს დაკარგავთ მოქმედებაზე და მარჯევა ფერდს დაუცველად დატოვებთ. თქვენი სამიზმე გედანის სიმაღლეზეა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jo-suburi-4-zuki-gedan-gaeshi-uchi?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)