ჯო სუბური #5 - ძუკი ჯოდან გაეში უჩი

ძუკი ნო კამაეს დგომიდან შეუტიეთ ჩოკუ ძუკით.


დაიწყეთ ღერძის გარშემო ბრუნვა ჯოს ატანისას იქამდე, ვიდრე ის თქვენი ვერტიკალური ღერძის გაგძელება არ გახდება, თავის ზემოთ.


ამავე მოძრაობის დროს მარჯვენა ხელი მთელ ჯოზე იქამდე ჩამოსრიალდება, ვიდრე და მარცხენა ხელს არ შეეხება. ამ პოზიციაში თქვენი ღერძის უმცირესი მოძრაობაც კი მყისიერად გადაეცემა ჯოს, რომელიც ამისგან ხრახნივით დატრიალდება.

განაგრძეთ ბრუნვა, რაც გაიძულებთ, მარცხენა ხელი გაუშვათ ჯოს, რომ შემდეგ ისე დაიჭიროთ, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. განაგრძეთ დარტყმა იოკომენ უჩით. როდესაც ჯო ამგვარად დატრიალდება, ის დამრეცად მოხაზავს სპირალს მარცხნიდან მარჯვნისკენ, რაც იოკომენს აუცილებელს, ხოლო შომენს შეუძლებელს ხდის (შომენ უჩი სპირალია ვერტიკალურ ჭრილში, რაც მხოლოდ და მხოლო ერთ ხაზზე, უკნიდან წინაა შესაძლებელი).

შენიშნეთ, რომ მარჯვენა ფეხი არ მიდის წინ მანამ, სანამ მას ღერძის ბრუნდა არ წამოიღებს.


დარტყმის მომენტში შეამოწმეთ, რომ თქვენი მუცელი, ჯო და სამიზნე მკაცრად ერთ ხაზზე იყოს მიმართული.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jo-suburi-5-zuki-jodan-gaeshi-uchi?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)