იწყებს აიკიდოს ტორინში.
იღებს მე-2 დანს, ასწავლის პარმაში, რავენსა და ემილიო რომანას სხვა ქალაქებში.
მე- 3 დანი.
ინიშნება Aikido de la Federazione Italiana Lotta Pesistica e Judo-ს (FILPJ) ერთ-ერთი განშტოების მასწავლებელთა ზედამხედველად.
აარსებს მოდენას აიკიდოს კლუბს.
მე-4 დანი.
ხვდება მორიჰირო საიტო სენსეის და, ამ თარიღის შემდეგ ხშირად დადის იაპონიაში, ივამაში უჩი დეშად.
მორიჰირო საიტოსაგან ივამაში იღებს აიკი კენისა და აიკი ჯოს მე-5 მოკუროკუს.
Takemusu Aiki Intercontinental-ის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი.
აიკიდოს მე-5 დანი მორიჰირო საიტოსაგან.
FESIK-ის ეროვნული ტექნიკური დირექტორი.
აიკიდოს მე-6 დანი.
აიკიდოს მე-7 დანი.
ITAF - ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის-ის დამფუძნებელი წევრი.

აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.