ჯუსან ნო ჯო - იჩი კარა იონ მადე (1-4)

სტატია წინასწარი სახით გამოქვეყნდა ფრანგულენოვანი ჟურნალის Editions Aikido Journal-ის ფურცლებზე.

13 დარტყმის ეს ბმა ფუძემდებლის, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას სწავლების ნაწილია, ვინც მათ ასეთი თანმიმდევრობით ასრულებდა. თუმცა მთლიანობაში ბევრად უფრო გრძელი იყო.

ოსტატი მორიჰირო საიტო, რომელმაც ჩვენ ეს გადმოგვცა ივამაში, ხშირად იხდიდა ხოლმე ბოდიშს იმის გამო, რომ მხოლოდ ნაწილი დაიხსომა. სწორედ ეს ნაწილია აღდგენილი ქვევით. საიტო ამ ბმას ოთხ ნაწილად გვასწავლიდა:

1 - 4 | 5 - 6 | 7 - 9 | 10 - 13

ჩვენც დავიცავთ ამგვარ დაყოფას.

ამ სავარჯიშოში უჩი ჯოს არსებითი დანიშნულება შეტევის ხაზის მატერიალიზებაა, ამიტომაც კმაყოფილდება იგი მხოლოდ ძუკების დარტყმით.

იჩი კარა იონ მადე ( 1 - 4 )


ჯო უკან წამოიღეთ და ისე ჩასჭიდეთ მეორე ხელი.


თქვენი წინა ფეხი პირველი გადის ღერძიდან.
დარჩით ჰიდარი ჰანმის დგომში.


ჩოკუ ძუკი.
დათვალეთ იჩი


დაუყოვნებლივ აიტანეთ ჯო თავს ზემოთ.


თქვენი უკანა ფეხი პირველი გადის ღერძიდან.
შეცვალეთ დგომი მიგი ჰანმით.


ჯოდან გაეში უჩი.
დათვალეთ ნი


უჩი ყოველ ჯერზე შეტევის ხაზზე დგება.


თქვენი უკანა ფეხი პირველი გადის ღერძიდან.

აარტყით ქვევიდან ზევით უჩის ჯოს (სინამდვილეში მის მარცხენა ხელის მტევანს) და გადადით მიგი ჰანმიში.
დათვალეთ სან


აღმართეთ ჯო თავს ზევით.


კვლავ მიგი ჰანმიში დაარტყით შომენ უჩი უჩის ჯოს (სინამდვილეში დარტყმა თავშია).


სხვა კუთხიდან დანახული იგივე მოძრაობა.


დატენეთ ჯო ძუკისთვის.


მიგი ჰანმი ძუკი.
დათვალეთ ში

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jusan-no-jo-ichi-kara-ion-made-1-4
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)