
ირიმი უკანა ფეხის წინ გადაადგილებით (მარცხენასი, რაკი მიგი ჰანმიში დგახართ).

დაარტყით ჯოს (სინამდვილეში უჩის მარცხენა ხელის მტევანს), ჰიდარი ჰანმი.
დათვალეთ ჯუ

სხვა კუთხიდან დანახული იგივე მოძრაობა.

ჯოდან ძუკი ჰიდარი ჰანმი.
დათვალეთ ჯუიჩი

სხვა კუთხიდან დანახული იგივე მოძრაობა.

მარჯვენა ხელი კუთხის და ჰანმის შეუცვლელად ჩამოაცურეთ და დაარტყით უჩის ბერკეტის მოძრაობით ხელის მტევანში ან მკლავში.

სხვა კუთხიდან დანახული იგივე მოძრაობა.

ჰანმის შეუცვლელად დაარტყით უჩის ჯოს და მოამზადეთ ძუკი დარტყმის მოძრაობის დამასრულებელი ფაზის გამოყენებით.
დათვალეთ ჯუნი

ჩოკუ ძუკი.
დათვალეთ ჯუსან

სხვა კუთხიდან დანახული იგივე მოძრაობა.
მნიშვნელოვანია:
აქ კატას არავითარი ცნება არ არის.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.