ჯუსან ნო ჯო : თვლა #2

ჯუსან ნო ჯოს დასაწყისი სხვა არაფერია, თუ არა სუბური ცუკი ჯოდან გაეში უჩი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს სუბური, რომელიც, როგორც წესი, სამ თვლად სრულდება, 13 დარტყმიან კატაში ორ თვლად სრულდება (უკნისაკენ სვლის თვლა არ არის გამოკვეთილი).

ამ განსხვავების არცოდნის გამო კრისტიან ტისიემ საიტო სენსეის მიერ შემუშავებული 13 დარტყმიანი კატა 14 დარტყმიან კატად გადააკეთა (მან უკნისაკენ სვლა დაუმატა) და SEDIREP-ის ახალგაზრდულ გამოცემაში გამოაქვეყნა 1983 წელს:

მაშასადამე, მე-2 თვლა არ შეესაბამება უკნისაკენ სვლას, როგორც ეს ზევითაა ნაჩვენები, არამედ იოკომენის დარტყმას, რომელიც ამასთანავე შეცდომით 3 ნაწილადაა დაყოფილი ზევით. ეს ერთი უმნიშვნელო სასაცილო ამბავია, თუმცა ამ განსხვავებას სწავლების ის წახნაგი აკლია, რომელსაც საიტო სენსეი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა: უკნისაკენ სვლის ამოღება ცუკი ჯოდან გაეში უჩიდან საშუალებას გვაძლევს თეძოების ირიმი-ტენკანის მოქმედების არსი გავიგოთ. ეს ბრუნვითი მოქმედება მართლაც მკაფიოდ ჩანს აქ, მაშინ როცა იგი უჩინარია, როდესაც უკნისაკენ სვლა არ არის გამოტოვებული.

როგორც ვიდეოშია განმარტებული, მკლავების მეტ-ნაკლებად დიდი სისწრაფე და სიმარჯვე კი არ გვაძლევს საშუალებას მოძრაობის შესრულების ძალა და სისწრაფე გავზარდოთ 13 დარტყმიანი კატის შესრულებისას, არამედ ირიმი-ტენკანის პრინციპის კარგად გააზრება და კარგად გამოყენება, რითაც ორივე თეძო შეკავშირებულად მუშაობს, ერთი წინისაკენ, მეორე კი უკნისაკენ. კარგი გაგება კი იმის მკაფიო ხედვაზე გადის, რომ ერთი თეძოს ტენკენის მუშაობა გარდაუვლად იწვევს სხეულის გახსნას ჰიტო ე მით ამ თეძოს მხარეს.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ივნისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jusan-no-jo-tvla-2
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)