კაჯო #12

კაჯო # 8-ში ვნახეთ, თუ რომელ კუთხეს იყენებდა ფუძემდებელი სანკიო ურას შესასრულებლად. ო-სენსეის ქვედა სურათზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ მართალია, ის თუ ყოველთვის კლასიკური სახით არ აკეთებდა სანკიო ურას, სამაგიეროდ 60°-იანი მე-3 დიამეტრით განსაზღვრულ კუთხეს სისტემატურად იცავდა.

ილეთის კუთხე აქაც უკეს უკან, ესე იგი მესამე 60°-იან დიამეტრზე მდებარეობს:

ახლა საინტერესო უნდა იყოს სანკიო ომოტეს მიმართულების განსაზღვრა.

კაჯო # 6-ში დეტალურად განვმარტეთ იკიო ომოტესა და ნიკიო ომოტეს შორის არსებული ფუნდამენტური სხვაობა: იკიოს დროს უკეს ხელი სწორი კუთხითაა გაჭიმული და თითქმის იატაკის პარალელურია, მაშინ, როცა ნიკიოს შემთხვევაში კუთხე დახურული, ხელი კი მოხრილი და იატაკის პერპენდიკულარულია.

როგორც ო-სენსეის მომდევნო ფოტოებზე შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, უკეს ხელი სანკიოს დროსაც იატაკის მიმართ პერპენდიკულარულია:


1 - ნიკიო


2 - სანკიო

მაშასადამე ნიკიო და სანკიო ერთმანეთისთვის უფრო მონათესავე ილეთებია, ვიდრე იკიო და ნიკიო.
სინამდვილეში უკეს ხელის თავდაპირველი ჩატანისას ნიკიო ომოტესა და სანკიო ომოტეს შორის განსხვავება არც პოზიციაშია და არც კუთხის მიმართულებაში. განსხვავება სხვაგანაა და ის უკეს ხელის ჩავლებაში მდგომარეობს: ნიკიოს დროს ხელის მტევნის ზურგს ვავლებთ (ფოტო 1), სანკიოს დროს კი ხელის გულსა და თითებს (ფოტო 2).

მაგრამ ამ განსხვავებას მნიშვნელოვანი შედეგი ექნება მოძრაობის გაგრძელებისას.

მართლაც, ნიკიოს ჩავლებიდან (ფოტო 1) გაუძრავების დაბოლოება იქვე, ადგილზევეა შესაძლებელი (ფოტო 1’ ქვევით):


1 - ნიკიო


1' - ნიკიო

სამაგიეროდ სანკიოს ჩავლებიდან ტორიმ ხელი უნდა გამოცვალოს (ფოტო 2’ ქვევით) გაუძრავების დასრულებამდე (ფოტო 3’):

ნიკიოსგან განსხვავებით დამატებული ეს ნაბიჯი 2’ ნიკიო ომოტეს კუთხიდან და სანკიო ომოტეს პირველი ნაბიჯიდან 60°-ის მომატებით სრულდება.

დავაზუსტოთ ეს ჩვენს ნახაზზე:

აქედან დავადგენთ, რომ სანკიო ომოტეს მიმართულება სანკიო ურასა და კაიტენ ნაგესაგან 180°-ით საპირისპიროა (შდრ. კაჯო #8 და #9). . ახლა შეგვიძლია ეს ახალი ინფორმაცია ჩვენი თვალსაჩინოების ნახაზზე გამოვსახოთ:

მაშასადამე კაჯოთა შესწავლის დაწყებით აღმოვაჩინეთ, რომ სულ სამი ფუნდამენტური ღერძი არსებობს:

I იკიო –●– შიჰო ნაგე -------------------- ამ ღერძს ტადაში აბემ იკაჯო უწოდა
II ნიკიო –●– კოტე გაეში ------------------ ამ ღერძს ტადაში აბემ ნიკაჯო უწოდა
III სანკიო –●– კაიტენ ნაგე --------------- ამ ღერძს ტადაში აბემ სანკაჯო უწოდა

ეს სამი ღერძი წრეზე ექვს მიმართულებას (როპოს) წარმოქმნის, რომლებიც ერთმანეთისგან 60°-ითაა დაშორებული.

აიკიდოს ჩვენ მიერ აქამდე განხილული უკლებლივ ყველა ილეთი ამ ღერძების გადაკვეთებზე და იმ ორ სპირალზე მდებარეობს, რომლებიც შეგვიძლია შიდა სპირალად და გარე სპირალად დავყოთ.

რამდენიმე ილეთის მოთავსებაღა დაგვრჩა იქამდე, ვიდრე შესანიშნავი გეგმის ზუსტ აზრს ჩავწვდებოდეთ. ეს გეგმა თანდათანობით იხატება ჩვენ თვალწინ. მომდევნო კაჯოებს კიდევ უფრო მეტი სიურპრიზისკენ მივყავართ.

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-12?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)