კაჯო #14

მე მორიჰირო საიტოს მოწაფე ვარ. ბევრი მივარჯიშია მისი მეთვალყურეობის ქვეშ ივამაში 1980-1990-იან წლებში. ის ძალიან სულგრძელი და ბრძენი ადამიანი იყო. მე მგონი, სწორედ ამიტომ არ გასცა მთელი თავისი ცოდნა. მან ჩათვალა, რომ მათთვისვე სასიკეთოდ, ვისაც იგი მიმართავდა, ყველაფრის გაცემა არ იყო კარგი. მაგრამ მომავალი თაობისთვის აიკიდოს გადაცემის მისეული მეთოდის უღრან ტყეში მან ცეროდენასავით მიმოაბნია ცოდნის რამდენიმე გასაღები, რომლებიც საშუალებას აძლევს იმას, ვინც საკმარისად იმუშავა ამ მეთოდით და მოირგო ის, დაძლიოს ეს ტყე. და, რაც მთავარია – და ესაა სწორედ მნიშვნელოვანი – დაძლიოს იგი მარტომ. მართლაც, რაღაც წერტილის მიღმა შეუძლებელია, ადამიანს ვინმეს ხელი ეჭიროს. თუ მასწავლებელი არ კვდება, მოწაფე ვეღარ იზრდება.

ახლავე აგიხსნით ერთი ზუსტი მაგალითით, რას ვგულისხმობ ცოდნის გასაღებში.

ერთხელ, როდესაც ირიმი ნაგეს ხსნიდა, საიტო სენსეიმ განმარტა, რომ ჩაჭიდებიდა გამოხსნის სამი ხერხი არსებობს რიოტე დორიდან და კატატე დორიდან: ჯოდან (ზედა), ჩუდან (შუა) და გედან (ქვედა), როგორც ეს ქვედა სურათებზეა ნაჩვენები.

ჯოდან

ჩუდან

გედან

მაგრამ ყოველ ჯერზე ამატებდა, რომ ეს სამი გამოხსნა იმ ერთადერთი გამოხსნიდან მომდინარეობდა, რომელსაც ფუძემდებელი აკეთებდა. და ამ ერთი წყაროს ცოდნა რომ არ დაკარგულიყო, ის ჩვენც გვაკეთებინებდა რეგულარულად. და საინტერესოა, რომ ეს ფორმა კატატე დორის ჩავლებიდან სულ პირველ ილეთად აქვს ნაჩვენები ო-სენსეის თავის წიგნში ბუდო:


1


2

ო-სენსეი აზუსტებს თავის კომენტარში და ეს კარგად ჩანს ფოტოებზე:

მარჯვენა ხელი ქვევიდან ჩაავლეთ მოწინააღმდეგის მაჯას.

სწორედ ეს ჩავლებაა განსხვავებული იმ სამი ფორმიდან ჯოდან, ჩუდან, გედან. მე დიდხანს ვაკეთე ეს ფორმა და ამაში ჩავლებიდან ჩვეულებრივი გამოხსნის მეტს ვერაფერს ვხედავდი. აღმოჩნდა, რომ ეს ფორმა ბევრად მეტია სინამდვილეში. იგი საშუალებას გვაძლევს გოკიოსა და ირიმი ნაგეს შორის ის კავშირი დავინახოთ, რომელიც გოკაჯოში არსებობს. სინამდვილე დაფარული არ არის, მაგრამ მას ისე არ ვუყურებთ, როგორც საჭიროა.
ვცადოთ, ამ ორი მოძრაობის მთავარ პუნქტებს დავაკვირდეთ:


გოკიო

მაჯაში ჩავლებულია ქვევიდან და გარეთკენ

მაჯაში ჩავლებულია ზედა დონეზე

ზევიდან ქვევით (უე კარა შიტა მადე)

გაუძრავება


ირიმი ნაგე

მაჯაში ჩავლებულია ზევიდან და გარეთკენ

მაჯაში ჩავლებულია ქვედა დონეზე

ქვევიდან ზევით (შიტა კარა უე მადე)

გდება

წინა ფოტოების წაკითხვისას და კომენტარებით ვხედავთ, რომ გოკიო და ირიმი ნაგე თვალში საცემ სიმეტრიულობას გვთავაზობს.
მაგრამ თუ მათი შესრულების კუთხეც 180°-ით იქნება საპირისპირო, მაშინ სიმეტრია სრულყოფილი გამოდგებოდა. გვექნება კი ასეთი კარგი სიურპრიზი? დავუბრუნდეთ ირიმი ნაგეს და ვნახოთ:

ო-სენსეი უკეს გვერდით ირიმი-ტენკანით შედის და ზუსტად მის პოზიციაში დგება (ფოტო 1), შემდეგ 180°-ით ტრიალებს (ფოტო 2), და ბოლოს მარჯვენა ფეხით შედის უკეს უკან და დამატებით კუთხეს ქმნის, რომელიც ამ უკანასკნელის შეტევის ხაზთან შედარებით ძალიან დახურულია (დააკვირდით, უკეს შეტევის ხაზი არ შეესაბამება მისი უკანა ფეხის ხაზს) (ფოტო 3).

დავიტანოთ ჩვენს ნახაზზე ირიმი ნაგეს კუთხე, რომელსაც ამგვარად მივადექით:

მაშინვე დავადგენთ, რომ ეს კუთხე გოკიო ომოტეს სიმეტრიულია (შდრ. კაჯო #13), და ესაა ჩვენი ცნობილი 23°-იანი კუთხე, რომელიც დედამიწის გადარხის კუთხეს ემთხვევა. ტერფების მდებარეობის სიმეტრია შევამოწმეთ. ეს ორი ილეთი სიმეტრიის ღერძის გარშემო სრულდება, რომლის გამოსახვასაც ქვევით შევეცდებით ქვედა ფოტოებთან შედარების გზით. და ამ სიმეტრიის დადგენა შეიძლება როგორც ო-სენსეის, ისე უკეს სხეულით ამ ორ ფოტოზე:

მაშასადამე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გოკიო და ირიმი ნაგე ერთ ხაზზე განლაგებული და ტორის მიერ დაკავეული ცენტრიდან და პირველი 60°-იანი დიამრტიდან 180°-ით სიმეტრიული მოძრაობებია. და ორივენი ერთად ქმნიან რეალობას, რომელსაც ტადაში აბე გოკაჯოს ეძახის.

თუმცა ყურადღება მიაქციეთ, ამ მეხუთე ხაზს (გოკაჯოს) ერთი თავისებურება აქვს პირველ სამთან შედარებით: იგი არეულია პირველ ხაზთან (იკაჯო) და თითქოს თავის თავს ემთხვევა გარკვეულწილად. ამის შედეგად ვეღარ გამოვყოფთ გოკიო –●– ირიმი ნაგეს ხაზს იკიო –●– შიჰო ნაგეს ღერძისაგან და რომ ერთ ხაზზე ვხედავთ ოთხ ილეთს: იკიო+გოკიო+შიჰო ნაგე+ირიმი ნაგე.

მომდევნო კაჯოებში ამ აღმოჩენის მნიშვნელობას და იმ აზრს დავინახავთ, რომელთანაც ამ თავისებურებას მივყავართ. ეს აზრი პირდაპირ კავშირშია აიკიდოს წარმოშობასთან.
იქამდე ირიმი ნაგე ჩვენი თვალსაჩინოების ნახაზზე მოვათავსოთ:

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის ივნისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-14?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)