კაჯო #22

მე-2 ნაწილი: სამი საწყისი, რვა ძალა

სანგენი, სამი საწყისი

კაჯო #20-ში უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ კვლევის დასაწყისში სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ მააის ცნებას.
ახლა უკვე ვიცით, რომ იჩი რეისა და შიკონს შორის არსებული კავშირი ჭეშმარიტად განსაზღვრავს ილეთის სწორ აგებას არამხოლოდ ნახაზზე, არამედ ასევე და, კიდევ უფრო მეტად, მის რეალობაში.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეალური ილეთის მააი ნახაზზე სპირალის ინტერსექციათა მიერ სფეროს ოთხი დიამეტრით განსაზღვრულ პროპორციას უნდა იცავდეს.

იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ სრულდება ირიმი ნაგე და იკიო ერთსა და იმავე ადგილას, თუმცა სპირალის ბრუნვის ორ საპირისპირო მხარეს, ჯერ უნდა გვესმოდეს, რომ აქ საქმე გვაქვს არა ორ სხვადასხვა ილეთთან, როგორც ჰგონიათ ხოლმე ზოგადად, არამედ ერთსა და იმავე ილეთთან, რომელიც უკეს წონასწორობის კარგვის ხან უკანა, ანუ ურას სექტორში (ირიმი ნაგე), ხანაც წინა მხარეს, ანუ ომოტეს სექტორში (იკიო) სრულდება (შდრ. კაჯო #19), როგორც მომდევნო ფოტოებზე შეიძლება ამის ნახვა:

ჩვენ ასევე ვიცით კაჯო #5-დან, რომ იკიო ომოტე და შიჰო ნაგე ომოტე ამავე დროს ურა და ომოტეა ერთმანეთის მიმართ და ერთი ილეთის ორი მხარეა (ერთხელ უე კარა შიტა მადე ტრიალში და მეორედ შიტა კარა უე მადე ტრიალში):

მაგრამ თუ იკიო = ირიმი ნაგეს და თან იკიო = შიჰო ნაგეს, მაშინ შემდეგნაირი ტოლობაც შეგვიძლია დავწეროთ:

იკიო = ირიმი ნაგეს = შიჰო ნაგეს.

ამ ტოლობაში მიმართება იკიო-ირიმი ნაგე ჰორიზონტალურ ღერძს განასახიერებს (მარჯვენა-მარცხენა), ხოლო მიმართება იკიო-შიჰო ნაგე ვერტიკალურს (შიტა-უე):

ეს არის აიკის ჯვარი და შეიძლება შემდეგნაირადაც გამოისახოს:

იკიო საწყისი წერტილია,
შიჰო ნაგე ტაკამიმუსუბის სამუშაოა, რომელიც ამ წერტილიდან მარჯვნივ აღმავალ სპირალს ქმნის, ირიმი ნაგე კი კამიმუსუბის სამუშაოა, რომელიც ამ წერტილიდან მარცხნივ დაღმავალ სპირალს ქმნის.

გავიხსენოთ, რას ამბობს ო-სენსეი ერთადერთი საწყისის, ამე-ნო-მინაკანუშის ენერგიაზე:

ეს ღვთაებების, ტაკამიმუსუბისა და კამიმუსუბის ურთიერთქმედებაა, როდესაც ისინი ცეკვავენ და ასე წარმოქმნიან ერთ მარჯვნივ აღმავალ და ერთსაც მარცხნივ დაღმავალ სპირალს.
— ტაკემუსუ აიკი, ტომი II, სიტყვათა 1-ლი ციკლი, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

მაშასადამე იკიო, შიჰო ნაგე, ირიმი ნაგე ტექნიკის სამი საწყისი, სანგენი ყოფილა. ისინი სამია და ამავდროულად ერთი. ესენია წყარო, მათგან იშვება აიკის ღვთიური ილეთები და ამიტომაც გვხვდება ნახაზზე მხოლოდ ეს სამი ცისფერი სპირალის დასაწყისში.
განა მართლა გასაოცარი არ არის, რომ სწორად ესენი ქმნიან ერთობლიობაში ძველეგვიპტური ანკჰ-ის ჯვარს, განახლებისა და სიცოხლის ჯვარს? მსოფლიოს ტრადიციები სხვა ენაზე რომ მეტყველებდეს, ისინი აღარ იქნებოდა ტრადიცია.

ჰაჩირიკი, რვა ძალა

კაჯო #3-დან უკვე ვიცით, რომ სფეროს სამი ჰორიზონტალური დიამეტრი ჰორიზონტალურ ჭრილში ექვს მიმართულებას განსაზღვრავს, რასაც ო-სენსეი როპოს უწოდებდა, ხოლო კაჯო #17-დან ვიცით, რომ ვერტიკალური დიამეტრი ორ მიმართულებას განსაზღვრავს ვერტიკალურ ჭრილში.

ექვსი ჰორიზონტალური და ორი ვერტიკალური მიმართულება ამგვარად რვა მიმართულებას ქმნის (ჰაპო).
აიკიდოში თითოეული ეს მიმართულება ილეთია, ამ მიმართულების გადაკვეთა იჩი რეისთან ღვთიური სპირალია. ეს რვა ძალა კი დასაბამს აძლევს ფუნდამენტურ რვა ილეთს, რომლებიც ერთიანობაში ქმნის ჰაჩირიკის, აიკიდოს რვა სიმძლავრეს.
ჩვენ დაწვრილებით გავაანალიზეთ ეს რვა ფუნდამენტური ილეთი წინა კაჯოებში და აქ, ოდნავ ზევით ავხსენით, თუ როგორ იკავებს სამი მათგანი (იკიო, ირიმი ნაგე და შიჰო ნაგე) სრულიად განსაკუთრებულ ადგილს.

ეს ცოდნა ჩვენ თვით ო-სენსეის განმარტებებიდან შევიძინეთ, მაგრამ ისინი ფაზლივით ავაწყვეთ, ასე ვთქვათ, ერთიან, მთლიან ნაჭრად არ გვიპოვია.
ცხადია, უაღრესად სასიამოვნო იქნებოდა აღმოგვეჩინა ფუძემდებლის სწავლებაში იმ შედეგების ყოვლისმომცველი დასტური, რომელთაც ჩვენ მივაღწიეთ.
ეს სწავლება არსებობს, ოღონდ ის დაფარულია და მას დღეს ავხდი ფარდას.

ო-სენსეის წიგნში „ბუდო“ და განსაკუთრებით ამ წიგნის აგების გეგმაში არის:

1 – მოქმედების პრინციპის განმარტება: ჰანმი → ირიმი → ტაი ნი ჰენკა → ირიმი-ტენკანი

2 – რვა ფუნდამენტური ილეთის წარმოდგენა მათი სიმეტრიის ღერძების მიხედვით (დედნის გამოცემის გვერდები 11-22):

A – იკიო – ირიმი ნაგე ..... იპო
B – კოტე გაეში – ნიკიო ..... ნიპო
C – სანკიო ..... სანპო
D – ირიმი ნაგე – შიჰო ნაგე – გოკიო ..... იპო
E – იონკიო – შიჰო ნაგე – ტენჩი ნაგე ..... იონპო

სწორედ რვა ილეთია: იკიო, ირიმი ნაგე, კოტე გაეში, ნიკიო, სანკიო, შიჰო ნაგე, იონკიო, ტენჩი ნაგე.

მართლაც, გოკიო არ უნდა ჩაითვალოს დამოუკიდებელ ილეთად, ჩვენ ეს უკვე ავხსენით (კაჯო #13), თუ როგორაა სინამდვილეში გოკიო და იკიო ერთი და იგივე ილეთი და რის გამო მოიხსენიებდა ფუძემდებელი ორივეს ერთი საერთო სახელწოდებით (იპო).

ახლა კი უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ამას: ო-სენსეის მიერ შემუშავებულ გეგმაში თითოეული ილეთი მხოლოდ თითოჯერაა ნაჩვენები, გარდა ორ-ორჯერ ნაჩვენები სამი ილეთისა და ეს სამი ილეთია: იკიო (გოკიოსთან ერთად), ირიმი ნაგე და შიჰო ნაგე, ანუ… სამი საწყისი, სანგენი.

ამაში არავითარი შემთხვევითობა არაა და ესაა ის დასტური, რომელიც აქამდე გვაკლდა. ო-სენსეიმ გააზრებულად დატოვა თავისი წიგნის გეგმაში შემდეგი მესიჯი: არსებობს ოთხ ღერძზე ორ-ორად მოწესრიგებული რვა ძალა, მე თქვენ მათ წარმოგიდგენთ ამ თანმიმდევრობით და ამ ფორმით ჩემს წიგნში, რათა თქვენ შეიცნოთ შემდეგნაირად; ამ რვა ძალას შორის სამი საწყისია და მე ამ სამს გამოვყოფ თითოეულის გამეორებით, რათა მიგახვედროთ, რომ მხოლოდ ესენია ერთადერთი საწყისი.

ამ კაჯო #22-ის დასასრულს მინდა დავუბრუნდე იმას, რაც კაჯო #21-ში უკვე ვთქვი.
სხეულებრივი გონის გამო, როგორიც გამოხატულია ფუძემდებლის სიტყვებში, შეუძლებელია, რომ იჩი რეი შიკონ სანგენ ჰაჩირიკი არ იყოს ახსნადი აიკიდოში სხეულის მუშაობასთან დაკავშირებული კონკრეტული ელემენტებით. და, რამდენადაც შესაძლებელია სიტყვით გამოხატვა, ვაჩვენეთ კავშირი ო-სენსეის ამ ფრაზასა და სხეულის მუშაობას შორის.
ამ სამყაროში გონის მუშაობა შეუძლებელია სხეულის მუშაობის გარეშე და ამისათვის სხეულმა აიკიდოს წმინდა ცეკვა უნდა იცეკვოს (ფურუმაი), მის მოძრაობებს კი იჩირეი შიკონ სანგენ ჰაჩირიკის ღვთიური გეგმა წარმართავს.

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის ივლისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-22
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)