კაჯო #3

აი ამ ნახაზამდე მივედით წინა სტატიაში:

დავიწყოთ ახლა თავიდან და სკრუპულოზურად შევასრულოთ მორიჰეი უეშიბას სწავლების სულ პირველი პუნქტი.

ო-სენსეი ამ ფუნდამენტურ პუნქტს სრულიად გააზრებულად აქცევს მის მიერ დაწერილი ერთადერთი წიგნის, „ბუდოს“, იმ ნაწილის პირველი გვერდის პირველი ფრაზის საგნად, რომელიც შერჩეულ ილეთებს ეძღვნება. ეს იმ მნიშვნელობას გვიჩვენებს, რომელსაც იგი ანიჭებდა ამას და იმ ყურადღებას, რომლითაც ჩვენ უნდა მივუდგეთ მას. იგი გვიხსნის:

(…) დადექით ჰანმის პოზიციაში გვერდით გაწეული ტერფებით, გახსენით სამოც გრადუსიანი კუთხით (…)

ორი ხაზით ქვევით იგი დაჟინებით იმეორებს ამ აბსოლუტურ აუცილებლობას, მაგრამ ამჯერად განსხვავებულად:

ამ ორ ტერფთაგან თითოეული ღია უნდა იყოს სამოცი გრადუსით.

ორ ტერფთაგან თითოეული-ო, წერს იგი: 

both the front foot and the back foot should be open at a sixty degree angle.
— Kodansha International-ის ინგლისური გამოცემის 39-ე გვერდი.

ლუი ბუალომ და ემანუელ შარლომ, „ბუდოს“ ინგლისური ვერსიიდან ფრანგულად მთარგმნელებმა ვერ დაინახეს ეს ნიუანსი. რადგან თარგმნისას:

წინა ფეხი და უკანა ფეხი აუცილებლად უნდა იყოს გახსნილი 60°-იანი კუთხის მიხედვით.

ისინი ო-სენსეის მხოლოდ პირველ ფრაზას იმეორებენ, მაშინ როცა ამ უკანასკნელმა განმარტების მეორე ნაწილში ეს მნიშვნელოვანი დაზუსტება საგანგებოდ დაამატა.

ჩვენც მოვათავსოთ ამ ნახაზზე ტორის ორი ტერფი ო-სენსეის რჩევის მიხედვით, ანუ მარჯვენა ტერფი 60°-ით და მარცხენა ტერფიც ასევე 60°-ით:

დავინახავთ, რომ თუ ამ ორ ტერფთაგან თითოეული 60°-იანი კუთხითაა (სექტორები 2 და 3), მაშინ ისინი ერთმანეთის მიმართაც 60°-იანი კუთხით გამოდიან (სექტორი 1). რაც შედეგია ფაქტისა, რომ 60°-იანი კუთხე წრეს (360°) ექვს თანაბარ სექტორად ყოფს.

ახლა კი უნდა ვთქვათ, რომ ჯონ სტივენსმაც ინგლისურ თარგმანში გარკვეული თავისუფლების ნება მისცა საკუთარ თავს იაპონური ტექსტის მიმართ.

მართლაც, ო-სენსეი სულაც არ წერს „დადექით ჰანმის პოზიციაში“-ო, იგი წერს: „დადექით როპოს პოზიციაში“-ო, რაც შეიძლება „ბუდოს“ დედან ტექსტში, ქვევით შემოწმდეს:

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ როპო „ექვს მიმართულებას“-ს ნიშნავს.

მართლაც, ქვედა ნახაზზე ნათლად ჩანს, რომ ტორის სწორედაც ექვსი მიმართულება აქვს წითელი ისრით სიმბოლიზებული მოწინააღმდეგის შეტევის ხაზიდან (გამოსახულია წყვეტილით) გასარიდებლად.

ნუ დავასრულებთ ამ სტატია #3-ს ისე, რომ არ ამოვიკითხოთ, თუ რას წერს ო-სენსეი შენიშვნად იმ ფოტოს ქვეშ, რომელიც აიკიდოს დგომს შეეხება:

 როდესაც მოძრაობა მთავრდება, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ტერფები ისევ 60°-ით იყოს ღია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულ რაღაც თორმეტიოდე ხაზში, ო-სენსეიმ სამჯერ გაამახვილა ყურადღება, ზედიზედ სამჯერ ახსნა და განმარტა, რომ უმნიშვნელოვანესია 60°-იანი კუთხის გამოყენება აიკიდოს მოძრაობის როგორც დასაწყისში, ისე ბოლოში.
შეიძლება ძალიან ჩაკირკიტებად გამოჩნდეს, ყურადღებას რომ ვაქცევთ იმას, თუ რისი გადმოცემა სურს მას ასეთი დაჟინებით.

ომის შემდეგ, როდესაც აიკიდოს საერთაშორისო გავრცელება დაიწყო, ტერმისი როპო ლექსიკონიდან გაქრა და ის ჰანმიმ ჩაანაცვლა. აქედან მყისიერ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, მაგრამ მეხსიერების რომელიმე კუნჭულში მაინც ჩავინიშნოთ, რომ ტერმინი როპო ყურადღებას მიმართულებასა და კუთხეებზე ამახვილებდა, მაშინ როცა ჰანმი უბრალოდ სხეულის არც თუ ისე მკაფიო გახსნაზე აკეთებს აქცენტს. ეგებ ამ დაკარგული ცოდნის ასეთი ნათელი ხედვა რამეში გამოგვადგეს იმ ჰორიზონტზე, რომლისკენაც ჩვენ მივემართებით.

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-3
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)