კაჯო #4

ო-სენსეის რჩევის მიხედვით, დოსიე # 3-ში ორი ტერფი ჩავსვით, თითოეული 60°-იანი კუთხით.

მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანეს რამეს უნდა დავუკვირდეთ: ო-სენსეი არასდროს არ დგამდა ტერფებს 60°-იანი კუთხით, როცა იგი შეტევას ელოდებოდა.

ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ფოტოზე, ასეთ მომენტებში იგი მართლაც დგას სამკუთხა დგომში, მაგრამ მისი წინა ტერფი ბევრად ნაკლებადაა გახსნილი, როგორც ეს ქვედა ფოტოზეა ასახული, ვიდრე ჩვენს სქემატურ ნახაზზე ჩანს.

ტერფების ეს განლაგება სხეულს დამახასიათებელ პოზიციაში აყენებს, რომელსაც დღეს ჰანმი ეწოდება. უკანა ტერფის შესაბამისი მხარი ოდნავ უკანაა შეწეული იმ მხრის მიმართ, რომელიც წინა ტერფს შეესაბამება. ამგვარად სხეულის მხოლოდ ერთი ნახევარია მეტოქის შეტევის ხაზზე გამოდებული. თუმცა ამავდროულად ტორის სეიკა ტანდენი (შავი ისარი) მიმართული რჩება მოწინააღმდეგისკენ (წითელი ისარი). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტორი მეტოქესთან პირისპირაა, მაგრამ თან ისე, რომ მას პირდაპირ არ უდგას და, აქედან გამომდინარე, ძალიან მცირედითაა გახსნილი.

გამორიცხულია ფრონტალური დაპირისპირება წითელ ისართან, ეს კონფლიქტური სიტუაცია იქნებოდა. თან უსარგებლოც, რაკიღა უკეს საყრდენი და, მაშასადამე ძალაც, სწორედ ამ მხარეს ექნებოდა მომართული. საშუალება, რომელსაც აიკიდო იყენებს ამგვარი კონფლიქტის მოსაგვარებლად, პირიქით, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის გაერთიანებაა მესამე მიმართულებით, საითაც ისინი აღარ იქნებიან დაპირისპირებულები და სადაც უკე წინასწორობას დაკარგავდა. ამ შედეგის მისაღწევად ტორიმ აუცილებლად უნდა შეცვალოს დგომი და სწორედ ამ ადგილას შემოდის თამაშში 60°-იანი კუთხით გახსნა.

მოძრაობის დაწყების მომენტში ტორი ტერფებს არ ტოვებს საწყის პოზიციაში, მათ თვალის დახამხამებაში ისე ატრიალებს, რომ თითოეული მათგანი 60°-იანი კუთხით აღმოჩნდეს და უკეს ძალას ისე აუაროს გვერდი, როგორც ეს ზევითაა მითითებული.

ო-სენსეი ამას ჰიტო ე მის უწოდებდა. ამ ცნებას სიტყვა გახსნა შეესაბამება. ყველა „დგომი“ თავისი განსაზღვრებით „დგომას“, ანუ სტატიკას უკავშირდება. ხოლო ჰიტო ე მი მხოლოდ დინამიკაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს ეს. გოძო შიოდა შესანიშნავად იცნობდა ამ რეალობას (მისი დინამიური პრაქტიკა ამას მოწმობს). თუკი ის თავის მოწაფეებს ჰიტო ე მიში დადგომას აიძულებდა, ამას ისე აკეთებდა, თითქოს კინოფირს ერთ კადრზე აჩერებდა, რომ თითოეულ მათგანს უკეთ დაენახა და უკეთ გაეგო.

პირველი ილეთი, რომელიც გადაადგილების ამ პრინციპს წარმოაჩენს, იკიო ომოტეა. და ამის შემოწმება ო-სენსეი ფოტოებზე შეიძლება, რომლებზეც ეს სკრუპულოზურადაა დაცული:


1


2


3


4

ნათლად ჩანს, რომ ო-სენსეის მარჯვენა ტერფი, რომელიც ფოტო 1-ზე უკეს მიმართულებითაა, ცურავს და იხსნება მარჯვნისკენ ფოტო 2-ზე, განაგრძობს გახსნას, რათა უკე მარჯვნისკენ ჩაიყვანოს ფოტო 3-ზე, და ბოლომდე გახსნილია ფოტო 4-ზე, რაც სხეულს მარცხენა ნაწილს შესვლისა და ძირამდე ჩაყვანის საშუალებას აძლევს.

როგორც ვხედავთ, სხეულის დასატრიალებლად და ტერფების გასახსნელად სეიკა ტანდენი დაახლოებით 23°-იანი კუთხითაა მიმართული, ანუ ზუსტად დედამიწის გადახრის კუთხით და ტექნიკა შემდეგ ამ ღერძის გარშემო დატრიალებით სრულდება. როდესაც ო-სენსეი ამბობს, აიკიდოს გასაკეთებლად დედამიწის ბრუნვა უნდა ვიცოდეთ და მას უნდა ვიყენებდეთო, ის ამას პარაბოლის სახით სულ არ ამბობს, როგორც დღეს ჰგონიათ ზოგადად: ის ძალიან ზუსტად აღწერს აიკიდოს მოძრაობის რეალობას და პრაქტიკულ მითითებას აძლევს იმას, ვისაც ამის გაგონება უნდა.

ამიერიდან სრულიად გულდამშვიდებით შეგვიძლია იკიოს ტექნიკა მოვათავსოთ ჩვენს ნახაზზე (თან გონებაში უნდა გვქონდეს, რომ მიმმართველი კუთხე წინა ტერფის კუთხეა, რომელიც ყოველთვის რამდენიმე გრადუსით აღემატება სეიკა ტანდენის კუთხეს).

ეს იქნება ჩვენი ათვლის წერტილი.

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის მარტი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

კომენტარები

გამარჯობა ბატონო პილიპ. მე ვარ ირაკლი ხანთაძე საქართველოდან, მივესალმები თქვენს წამოწყებას კაჯოს ფორმით ძალიან საინტერესოა და დიდი მოლოდინით და ინტერესით უცდი ხოლმე.ახლა გადავალ მთავარ საკითხზე რაც ძალიან მაინტერესებს. თქვენ მეოთხე კაჯოში თქვით რომ ოსენსეი როდესაც შეტევას ელოდებოდა ყოველთვის იდგა ძველებურ ჰანმის დგომში როგორც შიშველი ხელის ტექნიკის ისე ხმლის დგომის დროს. ჩემი ინტერესი მდგომარეობს იმაში რომ თუ ხმალზე და ტაიჯიცუში ძველებური ჰანმიში იდგა ჯონო კამაეშიც ხომ არ ვდგებით საწყის პოზიციაში ძველებურ დგომში როცა ფეხი 60 გრადუსით შიგნით არის შებრუნებული თუ ჯოზეც ძველებურ ჰანმიში ვდგებით საწყის პოხიციაზე? დიდი მადლობა წინასწარ ყურადგებისთვის . დიდი ინტერესით ველი თქვენს პასუხს.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-4
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)