კაჯო #6

ო-სენსეი გვიხსნის, იკიოს დროს არსებითია, რომ უკეს ხელი სწორი კუთხით გვეჭიროსო. („ბუდოს“ ინგლისურენოვანი გამოცემის 41-ე გვერდი). თუმცა სწორი კუთხით რასთან? უკეს სხეულთან? დიახ, როგორც ამის დანახვა ო-სენსეის ფოტოებზე შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ რეალობის ელემენტარული დონეა.

უფრო ფუნდამენტური რეალობის დონეზე 90°-იანი კუთხე ისაა, რომელსაც უკეს ხელი იკიოს შესვლის 23°-იან კუთხესთან ქმნის.

სწორ კუთხეს ვერ შექმნი მოღრეცილი ფერდის მიმართ: თუ უკეს ხელის მიერ შექმნილი კუთხე შესვლის კუთხესთან სწორია, ცხადია, ეს იმიტომ ხდება, რომ თავად უკეს ხელია სწორად ჩაყვანისა და ბლოკირების მომენტში. (მოძრაობის საწყის ფაზაში ის სწორი არ არის). მართლაც, იკიო მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც უკეს ხელი გაჭიმულია და სწორი კუთხითაა ჩაყვანისას, რადგან მარტო ამგვარადაა მის იდაყვზე განხორციელებული ბერკეტი ეფექტური.

სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ ამ თვისებას, გამოვა, რომ ომოტეს დროს უკეს ხელის დაკავება დაჭიმულად და სწორი კუთხით მხოლოდ 23°-იანი კუთხით შესვლის პირობებშია შესაძლებელი, თანაც ამ დროს ტერფები თავდაპირველი მიმართულებიდან 60°-იანი კუთხით უნდა იყოს გახსნილი.

მართლაც, თუ სხეულის ბრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ტერფები მეტად იხსნება, იქამდე, ვიდრე მეორე 60°-იან მიმართულებას არ მიაღწევენ. ტორის სხეულის ღერძის ამ უფრო ფართო ბრუნვას შედეგად უკეს ხელის ჩახვევა მოჰყვება, რის გამოც მისი გაჭიმულად დაჭერაც შეუძლებელი ხდება: პირველი 60°-იანი ხაზის მიღმა ბრუნვა უკეს ხელის მოხრას იწვევს, რასაც თან ახლავს და ეხმარება ხელის მტევნის ზურგის ჩავლება ნიკიოსთვის დამახასიათებელი „ჩახვევის“ ფორმით (შდრ. ო-სენსეის ფოტოები ქვევით).

უკეს ხელის ჩახვევის ამ პოზიციაში იკიოს შესრულებისთვის აუცილებელი პირობები ვეღარაა თავმოყრილი, რადგან მის იდაყვზე პირდაპირი ბერკეტის ამუშავება შეუძლებელი ხდება. რაკი ხელი მოხრილია, ტორი უკეს იდაყვს პირდაპირ იატაკისკენ უნდა ჩააწვეს, წინამხარი თითქმის ვერტიკალურია (იკიოსგან სრულიად საპირისპიროდ), რაც შედეგად იწვევს, რომ ამ უკანასკნელის მაჯა ზევით რჩება ბლოკირებული. სწორედ ამ განსაკუთრებული გარემოების გამო ნიკიოს საბოლოო გაუძრავება ყოველთვის ქვედა, მესამე ფოტოზე აღბეჭდილი მოძრაობით ხდება:

ამ ლოგიკური ბიომექანიკური მიზეზით იკიოს გაუძრავება და ნიკიოს გაუძრავება ერთმანეთისგან განსხვავდება. როდესაც უკეს ჩაყვანის ფაზაში ხელი იკეცება, ნიშნავს, რომ იკიოს მომენტი გაშვებულია ხელიდან. სწორედ მაშინ და მხოლოდ მაშინ ჩნდება ნიკიოს მომენტი.

უკეს იდაყვის ჩატანა ტორის სხეულის ღერძის მეტი ტრიალით და გაუძრავება, რომელიც ამას მოჰყვება, იკიო ომოტეს 60°-იან კუთხეზე აღმატებული კუთხით ხორციელდება.

ამას ჩვენს ნახაზზე შემდეგნაირად ავსახავთ:

და შეგვიძლია ჩვენს გამოსახულებას ერთი დამატებითი ელემენტიც შევმატოთ:

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-6
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)