კაჯო #7

ნიკიო და კოტე გაეში სრულიად სიმეტრიული ბრუნვებია, რომელთაც, ბუნებრივია, უკეზე სიმეტრიული ეფექტი აქვს, რისი ხილვაც ქვემოთ, ფოტოებზე შეიძლება.

ნიკიო შიგნითკენ ჩაახვევს უკეს მაჯას, კოტე გაეში კი გარეთკენ.
ნეტა ამ მიზეზის გამოა, რომ ეს ორი ილეთი ერთად ფიგურირებს ტადაში აბეს წიგნში, ნიკაჯოს კატეგორიაში?
დიახ, ოღონდ არა მხოლოდ ამიტომ.

ამ რუბრიკის ყველა სტატიის მსგავსად, ჩვენი შეტევა აქაც შომენ უჩია.

შეგახსენებთ ნიკიო ომოტეს კუთხეს, რომელიც დაწვრილებით განვმარტეთ კაჯო # 6-ში:

თუ ისეთივე კავშირი არსებობს ნიკიო ომოტესა და კოტე გაეშს შორის, როგორიც იკიო ომოტესა და შიჰო ნაგე ომოტეს აერთიანებს, მაშინ კოტე გაეში აუცილებლად ნიკიოს სიმეტრიული კუთხით შესრულდება, ანუ ნახაზზე რომ ვნახოთ:

შეიძლება, რომ ზუსტად ასე იყოს?
რა თქმა უნდა, გდების მიმართულება სრულიად მკაფიოა ქვედა ორ ფოტოზე და ვხედავთ, რომ ო-სენსეი უკეს ნიკიო ომოტეს სიმეტრიული კუთხით აგდებს:

სიმართლე ითქვას, ამ ამბავმა სულაც არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან ბუნებრივია, რომ პროცესში ორ სრულიად სიმეტრიულ მოძრაობას შედეგებიც გეომეტრიულად ერთმანეთის სიმეტრიული უნდა ჰქონდეს.

როგორც ერთმანეთისგან 180°-ით საპირისპირო იკიო ომოტე და შიჰო ნაგე ომოტე იკაჯოს კატეგიარიას ქმნის პირველი 60°-იანი დიამეტრის n° 1 ხაზზე, ასევე ერთმანეთისგან 180°-ით საპირისპირო ნიკიო ომოტე და კოტე გაეშიც ქმნის ნიკაჯოს მეორე 60°-იანი დიამეტრის n° 2 ხაზზე.

მაშასადამე დაუყოვნებლივ შეგვიძლია დავუმატოთ ჩვენს ნახაზს კოტე გაეში:

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-7
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)