კაჯო #9

აიკიდოს ფუძემდებლის მიერ დაწერილი ერთადერთი წიგნის, ბუდოს, კითხვისას და არაერთი გადაკითხვისას დიდი ხნის მანძილზე შემდეგი აზრი მომდიოდა თავში: ყველაფერი აქაა, აიკიდოს ყველა უმთავრესი ილეთი აღბეჭდილი, ნაჩვენები და განმარტებულია. იკიო, ირიმი ნაგე, კოტე გაეში, ნიკიო, სანკიო, შიჰო ნაგე, გოკიო, იონკიო, ტენჩი ნაგე, ყველა აქაა... ყველა ერთის გარდა.

მართლაც, ყველა იმ ილეთს შორის, რომლებიც დღეს ზემოხსენებული სახელწოდებებითაა ცნობილი და აიკიდოს ტექნიკის გულადაა მიჩნეული, მხოლოდ ერთი აკლია ო-სენსეის წიგნში: კაიტენ ნაგე.

ნეტა რის გამო?
ნუთუ არ იყო გამოგონებული და აკლდა აიკიდოს იმდროინდელ აღჭურვილობას? ნუთუ თანამედროვე აიკიოსთვის უნდა გვეცადა საიმისოდ, რომ გენიალურ მოაზროვნეებს მორიჰეი უეშიბას აიკიდო გაეუმჯობესებინათ?
ამგვარი ახსნა ფუძემდებლის ნაშრომის მიმართ პატივისცემის დიდი ნაკლებობის მაჩვენებელია. მე მირჩევნია ამოვიდე პრინციპიდან, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, თუნდაც ამ მიზეზს ყოველთვის ვერ ვხედავდე, და მე ამას ო-სენსეის მიმართ ნდობის გამოჩენას ვუწოდებ. ბუდო უმიზეზოდ შექმნილი წიგნი არ გახლავთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ შევადაროთ ერთმანეთს მოძრაობა, რომელსაც დღეს უჩი კაიტენ ნაგეს უძახიან და სანკიო ურა, რომელიც დაწვრილებით განვიხილეთ კაჯო # 8-ში.

უჩი კაიტენ ნაგე >


1


2


3


4


5


6

სანკიო ურა >


3'


4'


5'


6'

თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ორ ილეთში გადაადგილებები, როგორც უკესი, ისე ნაგესი, საერთოდ არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

რა შეიძლება აქედან დავასკვნათ?

ყურადღებით შევხედოთ ჯერ ფოტოებს 3 და 3’ და მერე უკეს ხელის მონაკვეთი გავადიდოთ. აღმოვაჩენთ, რომ ეს ხელი ორივე ილეთის შემთხვევაში ერთნაირად კონტროლდება.


კაიტენ ნაგე


სანკიო

რაც იმას ნიშნავს, რომ კაიტენ ნაგეს მოძრაობა მაჯა/იდაყვი/მხრის სახსრებზე ზუსტად იმავენაირად მოქმედებს, როგორც საინკიოსათვის დამახასიათებელი და ფუნდამენტური გაუძრავება.

ამ მიზეზის გამო კუთხე, საითაც კაიტენ ნაგეს დროს უკეს კონტროლი ხორციელდება, როგორც ვხედავთ, მკაცრად იდენტურია სანკიოსთვის საჭირო კუთხისა (როგორც ეს გაანალიზდა კაჯო # 8-ში).

მაგრამ თუ უკეს კონტროლი იგივეა, თუ გადაადგილება იგივეა, თუ მიმართულება იგივეა, თუ ეფექტი უკეზე იგივეა, მაშინ გამოდის, რომ ტექნიკაც იგივე ყოფილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ აქ საქმე ორ განსხვავებულ ტექნიკასთან კი არა, არამედ ერთსა და იმავე ილეთთან გვაქვს, რომელიც ფუნდამენტური და სახეცვლილი ფორმებითაა წარმოდგენილი. კაიტენ ნაგე სხვა არაფერია, თუ არა სანკიო, კაიტენ ნაგე სანკიოს ვარიანტი ფორმაა.

სხვათა შორის, ეს მთელ თავის შინაარსს მაშინ იძენს, როდესაც ვიცით, რომ კაიტენ ნაგეს დროს ფინალური გდება (წინისაკენ თუ უკნისაკენ) მხოლოდ და მხოლოდ შერბილებული ვარიანტია ჭეშმარიტი საბრძოლო ტექნიკისა, რომელიც სინამდვილეში ვარდნის ყოველგვარი იმედის გარეშე, მხრისა და კისრის მალების ამოგდებით მავრდება ტორის ფეხების წინ, ისევე, როგორც სანკიოს დროს.

რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი ნახაზისთვის? რას და იმას, რომ სანკიო ურას კუთხე იგივეა, რაც კაიტენ ნაგეს კუთხე:

მაშ დავუმატოთ ჩვენს თვალსაჩინოების ნახაზს ახალი ელემენტი:

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის აპრილი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 22 აპრილი, 2018, Aikido Gasshuku 2018, Antibes, France

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-9
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)