კატა დორი მენ უჩი კაიტენ (სანკიო) ნაგე

გვახსოვდეს: უკე არ აკეთებს კატა დორის და მენ უჩის, ის აკეთებს კატა დორის, ხოლო მენ უჩის აკეთებს ტორი.


ტორის ღერძის ბრუნვა მის ტერფებს ჰიტო ე მის პოზიციაში აყენებს. დაუკვირდით: აქ არ ვგულისხმობთ ფეხებით გადადგმულ ნაბიჯს. ფეხები და ტერფები მხოლოდ სხეულის საწყის მოძრაობას მიჰყვება. „აიკიდოს კეთება უფეხებოდ სიარულის სწავლას ნიშნავსო“, ოსტატი ნაკაძონო ამბობდა.


უკე ტორის მხარზე თავისივე ჩაჭიდებითაა მიბმული. როდესაც ტორის ღერძი ბრუნვას იწყებს, ეს მარჯვენა წინ მიდის და უკეს სხეულის მთელი მარცხენა მხარე წინ მიაქვს გაჭიმული.


ეს გაჭიმვა აიძულებს უკეს თავი საკუთარი მარჯვენა ხელის ქვეშ გაატაროს. როდესაც არ უჭიმევენ, უკე წონასწორობაშენარჩუნებული რჩება, ტორი კი ცდილობს ღონით გადაუტანოს ხელის თავს უკან, რაც შეუძლებელია.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kata-dori-men-uchi-kaiten-sankio-nage
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)