
ამ მოძრაობაში სირთულე იწყება მაშინ, როდესაც „ხელის უკეს თავს ზემოთ გადატარება“ უჭირთ, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა ეს უკანასკნელი მაღალია. და ძალიან ხშირად, ფოტოზე ნაჩვენებ პოზიციაში დასრულების ნაცვლად, უკე წონასწორობაშენარჩუნებული დგას და საკუთარი ხელი „კაშნესავით“ აქვს შემოხვეული.

სინამდვილეში შეუძლებელია „უკეს თავს ზემოთ ხელის გადატარება“. ფოტოზე ნაჩვენებ მდგომარეობას ვერ მიაღწევთ, თუკი შეეცდებით, უკეს ხელი თქვენი მაჯვენა მხრით დაძრათ. ამ სრულიად არარეალურ კუნთოვან მოქმედებას დაუყოვნებლივ შეაჩერებს ჭეშმარიტი უკე, ანუ უკე, რომელიც მოძრაობას თქვენ ნაცვლად არ ასრულებს.

უკეს ხელი არ გადადის მისივე თავს ზევით, არამედ თავი გადის საკუთარი ხელის ქვევით. განსხვავება უზარმაზარია.
უკე თქვენს მხარზეა მობმული თავისივე ჩაჭიდებით. თუ თქვენი სხეული ირიმი-ტენკანის პრინციპის დავცით დატრიალდება, თქვენ ამ ტრიალში წონასწორობას დააკარგინებთ და წინ და მისივე ხელისკენ გაიყოლებთ უკეს მთელ გვერდს, რომელსაც თქვენს მხარში აქვს ხელი ჩავლებული. ამით უკეს სხეული (და მაშასადამე თავიც) შტოპორივით გაივლის მისივე ხელის ქვეშ. ამგვარად ის ბუნებრივად მოხვდება საჭირო პოზიციაში და ღონის გამოყენება საერთოდ აღარ გახდება საჭირო.
ამ პრინციპის დაცვა მომცრო ტანის ადამიანს საშუალებას აძლევს ეს მოძრაობა მაღალს გაუკეთოს, რადგან უკე მომცრო ტანის ადამიანის სიმაღლეზე ჩამოდის.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.