კენ / ტაი ჯიცუ #3 - მოროტე დორი კოში ნაგე

იწყება სპირალით, რომელიც ადის ქვევიდან ზევით (იაპონურად „შიტა კარა უე მადე“).

სპირალის პირველი მეოთხედი.

წინა ფეხი იხსნება, რათა ჰიტო ე მის პოზიციაში გადავიდეს და ამგვარად უკანა ფეხი შეუშვას.

სპირალის ნახევარი, ზედა წერტილს მიაღწიეთ, ახლა ისევ უნდა დაეშვათ.

შედით სხეულით, უკანა ფეხი ჰაპო გირის პრინციპით გადაადგილდება.

სპირალის მესამე მეოთხედი. ყურადღება: აიტეს ხელები მხებზე არ უნდა გეწყოთ, არამედ უფრო ქვევით, ხელზე, მხრის დონიდან რაც შეიძლება ქვევით.

თქვენი ფეხები და აიტეს ფეხები ჯვარს უნდა ქმნიდეს. - ო-სენსეი კუდენი

სპირალის დასასრული. გრძნობა, რომელიც უნდა განივითაროთ, აიტეს „ტვირთივით“ მოკიდება არაა. უკან გასსრიალებით მისი სხეული ზევიდან უნდა გადაივლოთ.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ken-tai-jicu-3-morote-dori-koshi-nage
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)