კენ / ტაი ჯიცუ #8 - იოკომენ უჩი კოტე გაეში

იწყება ჰიდარი ჰანმით, როგორც კენის, ისე შიშველი ხელის შემთხვევაში.

უჩი გიტევთ იოკომენით თქვენთვის მარცხნიდან, როგორც კენის, ისე შიშველი ხელის შემთხვევაში.

მოამზადეთ შომენით ჭრა.

ჭერით შომენით უჩის ცენტრი და ნუ ეცდებით ებრძოლოთ მის ხმალს თუ ტეგატანას.

თქვენს მარჯვენა ტეგატანაში ხმლის სიძლიერე ჩადეთ. თქვენი მარცხენა ხელი არ ცდილობს უჩის მარჯვენა ხელის „დაბლოკვას“, თუმცა ისიც აქვეა, თქვენი სახის წინ და ფოლადის რკალივით ძლიერი.

დაასრულეთ ჭრა. ტაი ჯიცუს დროს ისე დაადეთ თქვენი მარჯვენა ხელი უჩის მარჯვენა წინამხარს, რომ შემდგომ ფაზაში მისი გვედრზე გაწევა შეძლოთ.

წინიდან შეტევა, ჩვეულებრივ, გაუვნებლებულია, საფრთხე ამ სტადიაზე თქვენს ზურგსუკანაა.

გამოიყენეთ ჰაპო გირის გადაადგილება და შემოტრიალდით 180°-ით. ტაი ჯიცუს დროს მარცხენა ხელი ჩაავლეთ უჩის მარჯვენა ხელს (დაუკვირდით, ხელს ავლებთ თანდათანობით, უკეს წინამხრიდან მისი ცერის ბალიშისკენ).

გაჭერით მოწინააღმდეგე, რომელიც ზურგსუკან მოდის. ტაი ჯიცუს დროსაც ჭრის შეგრძნებით უნდა აღივსოთ.

ხმალი თქვენი სხეულის გაგრძელება და თქვენი ენერგიის გამოფრქვევაა, მუდამ წინ გქონდეთ ის. თქვენ მიერ ჩავლებული უჩის ხელიც ასევე თქვენი კიკაი ტანდენის წინ უნდა იყოს.

შემობრუნდით მარცხენა ფეხის გახსნითა და კენის აღმართვით. ტაი ჯიცუს დროს ასეთივე გადაადგილებით განახორციელეთ კოტე გაეშის ბრუნი.

ჭერით უჩი (რომელიც ჩვეულებრივ მესამე მოწინააღმდეგეა) და თან მარჯვენა ფეხი გადადგით წინ.

ტაი ჯიცუს დროს უკეს მაჯაზე ჭრის ზუსტად იგივე შეგრძნება უნდა გქონდეთ, როგორც ეს ო-სენსეის ფოტოზეა ნაჩვენები.

ტაი ჯიცუს დროს ჭრა ყოველთვის უფრო დაბლა მთავრდება, ვიდრე ხმლის დროს, რადგან უკე ძირს უნდა ჩავიყვანოთ.

ზეზეულად აუძრავებთ პარტნიორს თუ მუხლებზე ჩადიხართ, მისი ხელი ერთნაირად უნდა გაიჭიმოს. როგორც ზევით, ისე ქვევით, არ მოახრევინოთ უკეს ხელი, როცა მუხლებზე ხართ.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ken-tai-jicu-8-iokomen-uchi-kote-gaeshi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)