კენ ტაი ჯო n°4: ტექნიკური საკითხი 1

დამწყებთა კლასიკური შეცდომა, როდესაც ისინი ურტყამენ იოკომენს, იქნება ეს ხმლით თუ ჯოთი, მდგომარებს იარაღის ფართოდ ქნევაში მარცხნივ და მარჯვნივ. ამ შეცდომის სათავე ხელების არასწორ ხმარებაშია, რომლებიც, სწორი მოძრაობის შემთხვევაში, უნდა გაიხნას და დაიხუროს ერთიმეორის მონაცვლეოით. ეს საშუალებას გვაძლევს, იარაღი რაც შეიძლება ახლოს ავიტანოთ სხეულთან და რაც შეიძლება სწრაფად დავუშვათ ქვევით.

სიმარჯვის ეს დამახასიათებელი ნაკლი ჯოს ხმარებისას იარაღის ეფექტურობის შემცირებას იწვევს შედეგად, მეორე მხრივ, ბევრად უფრო დიდ სივრცესაც მოითხოვს შესრულებისათვის. ვიდეოში შეგვიძლია დავინახოთ, რომ სივრცის ეს საჭიროება პრობლემად იქცევა საბრძოლო კონტექსტში, სადაც თავდამსხმელთა რიცხვი ზუსტადაც სივრცეს ამცირებს შესაბამისი რაოდენობით. მრავლობით შეტევა ბუნებით იმგვარია, რომ ყოველ ჯერზე თაგვის სოროში უნდა შეძვრეს ტორი (ირიმი-ტენკანით). ის კი ამას ვერ მოახერხებს, თუკი საკუთრივ ტექნიკა არ იქნება სრულყოფილი.

აი, წესით რატომ უნდა იქნეს ათვისებული სუბურების კეთება ავასეების შესწავლამდე. ჯოსა თუ ხმლის იოკომენი რთული მოძრაობაა, რომელიც ხშირად არასრულყოფილი სახით სრულდება. მე-4 კენ ტაი ჯოს კონტექსტში (საბრძოლო ვერსიაში, რომელიც წარმოდგენილია სტატია #92-ში) ნათლად ჩანს, რაც ემუქრება ცუდად შესრულებულ იოკომენს.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ken-tai-jo-ndeg4-teknikuri-sakitxi-1
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)