კოტე გაეში – სტრატეგიული შეცდომა

როდესაც ყველა შეტევის ცენტრს სწორად გაეცლებით, უკეს ვერ გადააგდებთ, თუკი, ვითომც აქ არაფერიაო და, დაბრუნდებით იქ, სადაც მოწინააღმდეგეთა მუშტების, შუბებისა თუ ხმლების ტყეა.

მრტის გუნდისაგან გარემოცულმა წარმოიდგინეთ, რომ ისინი მხოლოდ ერთია, ხოლო ოდეს მხოლოდ ერთია, წარმოიდგინეთ, რომ ისინი ბევრნი არიან (…) ისწავლეთ, როგორ იბრძოლოთ მარტომ მრავალთა წინააღმდეგ (…) - ო-სენსეი, „ბუდო“

პირიქით, ყველა მხარე უნდა გაითვალისწინოთ და განაგრძოთ გდება უკეს ზურგისკენ, რაც მისი წონასწორობის კარგვის ბუნებრივ მიმართულებას შეესაბამება და ამავდროულად თქვენ სხვა მოწინააღმდეგეებისგან გაშორებთ.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kote-gaeshi-strategiuli-shecdoma
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)