კუმიჯო #1 - დასკვნა

სტატია #114 (ნელა თუ ისწავლი)-ის შემდეგ კუმიჯო n°1-ს განვიხილავთ ოთხ მხარეს შესრულებული ფორმით.

ვიხილეთ, თუ რარიგ სასარგებლო, მაგრამ ამავდროულად ხელოვნურია საიტო სენსეის მეთოდის მიხედვით დამუშავებული წრფივი მუშაობა, რომელიც, სწორედ ამის გამო, შორსა დგას საბრძოლო რეალობისაგან. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ წრფივი გადაადგილება არ ითვალისწინებს სხვადასხვა მხრიდან მომავალ შეტევებს და, ამიტომაც, ო-სენსეის სპირალური გადაადგილება ვერაფრით ვერ ჩაერთვება საქმეში.

კუმიჯოს შესრულება ოთხი მიმართულებით კი, პირიქით, საშუალებას გვაძლევს აიკიდოს გადაადგილების პრინციპს ჩავწვდეთ, რომელიც სრულიად უხილავია სწორ ხაზზე. აქედან გამომდინარე, ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად მომავალი შეტევები ვმართოთ. თუმცა აქაც, გამარტივების მიზნით, მოწინააღმდეგეები ჯვარდინი ფორმით დგებიან. ცხადია, მათი განლაგება ნეისმიერი კუთხითაა შესაძლებელი, უბრალოდ, ეს უფრო გაართულებდა სწავლას. თუმცა ის ამბავი, რომ ჩვენი არჩევანი აქაც სწავლასა და კვლევას ითვალისწინებს, გვიჩვენებს, რომ ეს ჯერ კიდევ ერთგვარი სამუშაო მეთოდია.

'შუ' 'ჰა' 'რი' ტრადიციულად განვითარების სამი მთავარი ფაზაა იაპონურ საბრძოლო ხელოვნებებში (ეს ფორმულა უკვე განვმარტე ამ საიტზე და ვწუხვარ, რომ ვეღარ ვპოულობ მის ზუსტ ადგილს, რომ ბმული შემოგთავაზოთ).

სამუშაო მეთოდი ერთგვარი ყალიბია, რომელიც საბრძოლო რეალობას არ ითვალისწინებს, მაგრამ რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, თუნდაც ყოველთვის არ გვესმოდეს მისი საფუძვლები. ესაა ფაზა 'შუ' და ეს ფაზა არ გახლავთ თვითმიზანი.

ოთხი მიმართულებით მუშაობის მეთოდი წრფივი მეთოდის დარღვევას წარმოადგენს, საბრძოლო რეალობას ითვალისწინებს და მას ფაზა 'ჰა' ეწოდება. იგი 'შუ' ფაზასავით საჭირო და აუცილებელია, თუმცა ის მაინც ყალიბია, რომელშიც, მართალია, უფრო დამუშავებული, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ფორმა ჩაიღვრება.

ბოლოს გდება მომენტი, როდესაც ფორმის მისაღებად აღარ გვჭირდება მეთოდური კვლევისაგან წარმოშობილი ესა თუ ის ნება, სურვილი. ფორმა წარმოიშვება სპონტანურად, ყოველგვარი ძებნა-ძიების გარეშე. ეს არის ფაზა 'რი' და ამ ფაზას ვერ მიაღწევს ადამიანი, თუ იქამდე 'შუ' და 'ჰა' ფაზებს არ გაივლის.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის იანვარი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kumijo-1-daskvna?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)