კუმიტაჩი #1: ტაჩი დორი

ტაჩი დორი აიკი კენზე ვარჯიშის საინტერესო წახნაგია, ვინაიდან ნათლად ჩანს, რომ შეუძლებელია უჩი ტაჩის ხმალზე ხელის ჩავლება წინასწარ მის სივრცეში შეჭრის, ესე იგი ირიმის გარეშე.

ირიმი-ტენკანის (ირიმი) პირველი ნაბიჯი გვაძლევს ირიმის, ირიმი-ტენკანის (ტენკანი) მეორე ნაბიჯი კი გვაძლევს ტექნიკას, რა ილეთიც არ უნდა იყოს ეს. მეორე ნაბიჯის (ტენკანის) გადადგმა ირიმის თვლაზე კლასიკური შეცდომაა, რომელიც ხელს გვიშლის ტექნიკის შესრულებაში. იმისათვის, რომ ტექნიკა ზუსტად და სწორი კუთხით განხორციელდეს, იგი უნდა შესრლდეს ირიმი-ტენკანის ტენკან ნაბიჯზე, რადგანაც სწორედ ეს მეორე ნაბიჯი დაასრულებს სხეულის ბრუნვას და ანიჭებს მას საჭირო ძალას. ამასთან წონასწორობიდან გამოჰყავს უჩი ტაჩი და ამგვარად ჩააყენებს მას დასუსტებულ მდგომარეობაში.

რეალური სიტუაცისათვის დამახასიათებელი ეს ტიპიური შეცდომა მეთოდის ფარგლებისათვის განკუთვნილი სწავლებიდან მომდინარეობს. მართლაც, საიტო სენსეის პედაგოგიკაში არ არის მნიშვნელოვანი, რომ მეორე ნაბიჯი გადადგმული უნდა იყოს ტექნიკის შესრულებამდე, ეს საჭიროც კია, რადგანაც უკე ტაჩი იმავე მიმართულებით უნდა დადგეს, რომელშიც უჩი ტაჩი დგას გდების წინ, რათა ერთ ხაზზე მოახერხოს მისი გადაგდება. გასაგებია, რომ აუცილებელია უჩი ტაჩისა და უკე ტაჩის დგომა ერთ ხაზზე, თუკი გდება სწორ ხაზზე გვინდა განვახორციელოთ. სწორედ აქაა ფუნდამენტური განსხვავება ჭეშმარიტი აიკიდოს მოძრაობასაგან, სადაც გდება ბრუნვით ხორციელდება და არასდროს არ არის სწორხაზოვანი გადაადგილების შედეგი.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kumitachi-1-tachi-dori
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)