კუმიტაჩი #1: უჩი ტაჩი ვაზა

კუმიტაჩის პირველ თვლაზე უჩი ტაჩის შეტევა კისერში უკეს შომენის საპასუხოდ, გახლავთ ჭრა. აქ იგულისხმება გიაკუ იოკომენი. ეს არ გახლავთ ცუკი.

უჩი ტაჩის ძალიან კარგადაც შეეძლო ცუკის შესრულება ასეთ სიტუაციაში, თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს მოდელი არ არის შემოთავაზებული მეთოდში. მეთოდი გვთავაზობს გიაკუ იოკომენით ჭრას, რომელიც უკე ტაჩის კისერსა და მარჯვენა იღლიას კვეთს და რომელიც თავის ზევით მთავრდება.

თუკი უჩი ტაჩი ცუკით შეუტევს, მაშინ მეორე თვლაზე ისღა დარჩება, უკან გამოიღოს თავისი ხმალი, სხვა არჩევანი არ ექნება. ამით ის მიიღებს უკან დახევით მიღწეული თავდაცვის იმ დამახასიათებელ პოზიციას, რომელიც არ ემთხვევა კუმიტაჩის იმ იდეას, რა იდეააც შემოთავაზებულია მეთოდში.

უჩი ტაჩის ხმალმა ამაყად უნდა გადაკვეთოს სივრცე წინისაკენ დიაგომალურად აღმავალი ჭრის მოძრაობით. ის არ ასრულებს მოძრაობას წინ და უკან.

მეთოდის სკრუპულოზური დაცვა აუცილებელი პირობაა მეთოდის მიღმა გადასასვლელად. ყოველგვარი შეცდომა მეთოდის სავარჯიშოს შესრულებისას უკავშირდება არიადნას იმ ძვირფასი ძაფის გადაჭრას, რომელიც მეგზურობას გვიწევს ჩვენ. ეს ამბავი კი ხელს გვიშლის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ილეთების ლაბირინთიდან გამოვიდეთ და რეალური მუშაობა აღმოვაჩინოთ.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ივლისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kumitachi-1-uchi-tachi-vaza
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)