მასწავლებლის ადგილი

რიჩარდ ფეინმანი XX საუკუნის კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი უდიდესი თეორეტიკოსი იყო. 1965 წელს, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, პრესტიჟულმა ამერიკულმა უნივერსიტეტებმა შესთავაზეს მთელი დრო წმინდა კლევისთვის მიეძღვნა. მან კი უარი თქვა, რადგან პარალელურად მასწავლებლის საქმიანობის გაგრძელება სურდა. კიდევ უფრო საკვირველი კი ის გახლავთ, რომ სტუდენტებად პირველკურსელები აირჩია. მაშინ შეახსენეს, რომ მისი ნორჩი მოწაფეები დიდ ვერაფერ სარგებელს ნახავდნენ იმ სწავლებიდან, რომელიც მათ დონეს ბევრად აღემატებოდა. მის პასუხს კარგად უნდა ჩაუფიქრდნენ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ სწავლება აუცილებლად მასობრივად და ელიტარულად უნდა დაიყოს. მან უპასუხა, რომ თუ გასაგებად ვერ აუხსნიდა თავის სათქმელს პირველკურსელს, გამოდიოდა, რომ მას თავად ვერ გაეგო კარგად საგანი. კაცი რასაც კარგად მოიფიქრებს, იმას ნათლადაც გამოთქვამს.

აიკიდომ, რომელსაც ამდენი წელია ვასწავლი, გარემოებათა გამო ისეთი გაკვეთილების ჩატარებას მიმაჩვია, რომელთაც უწოდებენ „დაწინაურებულთათვის“ და სადაც, ცხადია, დამწყებებს არ იწვევენ. დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ჩემი ხედვაც შეიცვალა. დღეს უკვე ვიცი, რომ კვალიფიციურ მასწავლებელს შეუძლია შედარებით ახალბედებს დისციპლინის ძნელად სავალ ბილიკებზე ისე გაუძღვეს, რომ ისინი გზად არ შემოეფანტოს. განა ის, ვინც სათავეშია, ასე შორს არის მათგან? ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე სრულყოფილი მასწავლებელიც კი სხვა არავინაა, თუ არა უვიცი მკვლევარი იმ უზარმაზარი ტერიტორიისა, რომელიც მის მიერ მიღწეული მიჯნის მიღმაა გადაჭიმული და რომელმაც თავისი დამახასიათებელი ბუნება, ცხოვრებისეული გარემოებები და ხასიათის თვისებები შესძინა.

რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, რომ რთულ სწავლებაში, სადაც სიმბოლიზმს უმთავრესი ადგილი უჭირავს, არ იქნება გათვალისწინებული იმათი უნარების სიმაღლე, ვინც ამ სწავლებას იღებს. თუმცა რით შეიძლება იქცეს ეს მუხრუჭად? განა სწორედაც სიმბოლოთა დანიშნულება არ არის ადეპტთათვის განსხვავებულ რეალობათა წარმოჩენა იმისდა მიხედვით, განვითარების რომელ სტადიაშია იგი?
მათთვის, ვისაც გააზრებული აქვს მნიშვნელობა, ტექნიკური ფორმა, „ვაზა“, მართლაც წარმოადგენს იმის სიმბოლოს, რაც ყველა განსაკუთრებული ფორმის მიღმაა. მათთვის, ვისაც გაგების ამ საფეხურისთვის ჯერ არ მიუღწევია, ფორმა მხოლოდ და მხოლოდ დასაყრდენია, რაც შეიძლება მოგვიანებით უკეთ გააზრებაში დაეხმაროს.

აზრი, რომ დამწყები სარგებელს ვერ ნახავს სიმწიფემიღწეული მასწავლებლის სწავლებაში იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი „ძალიან შორსაა“, ნიშნავს, კარგი წარმოდგენისა არ იყო ამ მასწავლებლის უნარზე ზუსტად შეარჩიოს სიტყვები, ზუსტად აჩვენოს და, ზოგადად, ზუსტად მოარგოს გაკვეთილს ასათვისებელი ცოდნის მრავალფეროვნება. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მრავალფეროვნება არც უფრო მცირე და არც უფრო იოლია, როდესაც მოწაფეები დაწინაურებული მოვარჯიშეები არიან. ამ თვალსაზრისით მისი ამოცანა ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა.

მასწავლებლისაგან სწავლების დაჯავშნა მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებულისთვის იგივეა, უგულებელყოფდეს იმ გავლენის მნიშვნელობას, რომელიც ამ უკანასკნელს შეიძლება ჰქონდეს მოწაფეთა გონებაზე. ეს გავლენა რეალურია ეს იგი დიდად განაპირობებს მოწაფეთა მოტივაციასა და პროგრესს, მაშინაც კი, როცა ის ხელშესახები და განსაზღვრადი არ არის. თანაც ამგვარი გავლენა მასწავლებელთან მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი ფიზიკური კონტაქტით გადაიცემა.
არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი ზეგავლენის გადაცემა ბოლოს მასწავლებლის ერთადერთი ჭეშმარიტება აღმოჩნდეს, ანუ ის, რითაც ბოლოს აზრს იძენს გზა, რომელიც წინ უძღოდა და რომელმაც აქამდე მოიყვანა ის.
თუ სწორი ტექნიკური ფორმების გადაცემა კარგ მასწავლებელს მარტივად ხელეწიფება, სამაგიეროდ, ცოდნის გადაცემა, რომლისთვისაც ტექნიკური ფორმები მატერიალური დასაყრდენია და სხვა არაფერი, დროთა მანძილზე შეძენილ კვალიფიკაციას მოითხოვს.

მასწავლებელს, რომლის აუდიტორია საგანგებოდ შერჩეული მოწაფეების შეზღუდული რაოდენობით შემოიფარგლება, გამომდინარე მაგალითად, რომელიმე უტრადიციო ორგანიზაციის, ვთქვათ, აიკიდოს ამა თუ იმ ფედერაციის განვითარების სტრატეგიული არჩევანიდან, ეს პროცედურა ხელს უშლის იმ კანონების თანახმად იმოქმედოს, როემლებიც, როგორც წესი, ტრადიციულ საზოგადოებას არეგულირებს.

ცხადია, ამაში არაფერია გაიძვერული და, რასაკვირველია, საუკეთესო განზრახვები განსაზღვრავს ამგვარ პედაგოგიურ არჩევანს. მაგრამ მაინც შეიძლება საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, ამგვარი დაყოფა დამწყებებად და დაწინაურებულებად, რაც ერთი შეხედვით შესაძლოა საღი აზრის გამოხატულებად გვეჩვენოს, ხომ არ არის სინამდვილეში დროის ნიშანი, სადაც ყველაფრის დაყოფა კატეგორიებად სულ უფრო და უფრო ღრმად გვძირავს მატერიალურ სამყაროში? ჯოჯოხეთი კეთილი ზრახვებითაა მოკირწყლული და შეგახსენებთ, რომ სიტყვა diable (ეშმაკი) ეტიმოლოგიურად ნიშნავს: იმას ვინც ყოფს.
ეს დაყოფა მატერიისა და მისი წარმოშობის ფუნდამენტური მახასიათებელია და ჩვენს თვალწინ სამყაროს საგანთა მრავალნაირობის სახით იჩენს ხოლმე თავს. ყველაფერი, რაც დაყოფას უწყობს ხელს, მატერიალური სამყაროს მნიშვნელოვან გაბატონებას ზრდის, რასაც მორიჰეი უეშიბა „სხეულებრივ გონს“ უწოდებდა. და აქ მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ აიკიდოს მიერ შემოთავაზებული გზა ამ მრავალნაირობისათვის, მისი შენარჩუნებისა და მატერიალურ სამყაროში ჩაძირვისათვის ხელის შეწყობა არ არის, არამედ პირიქით, ამ მრავალნაირობის დატოვებასა - რაც საერთოა ყველა ადამიანისთვის - და ერთიანობის მიღწევაში გვეხმარება. ესაა „აიკის“ ღრმა აზრი.
სხეულებრივი გონის მიერ შესრულებული სამუშაო თავისი ბუნებრივი შემავსებლით, რასაც ო-სენსეი „სულიერ გონს“ უწოდებდა, ისე ვერ დასრულდება, რომ თანამედროვე სოციალური წესრიგისთვის -რამაც მატერიალური მეცნიერება განვითარების მწვერვალამდე აიყვანა - მიკუთვნებული გარკვეული ღირებულებები საპირისპიროდ არ შეატრიალოს. ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ მასწავლებლის ადგილი თანამედროვე სტრუქტურების წიაღში, რომლის მოწყობის პრინციპიც იმის საპირისპიროა, რაც ყველა ტრადიციულ სისტემას წარმართავს.

ფილიპ ვოარინო, ახალი 2013 წელი


რიჩარდ ფილიპს ფეინმანი
(11 მაისი 1918 – 15 თებერვალი 1988)

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 4 მარტი, 2017, Stage International ITAF-Belgium, Rixensart, Belgium

კომენტარები

მასწავლებლობა ყველაზე რთული და პასუხსაგები მდგომარეობაა. ყველაზე უდუდესი მასწავლებელი თვითონ ღმერთია. ბიბლიაში წერია, რომ ყოველ საღამოს მოდიოდა ღმერთი და ადამს ასწავლიდა. :)

სამწუხაროდ ადამმა ასეთი მასწავლებლის სწავლება უარყო და საკუთაი გამოგონილი სწავლებით მოინდომა ცხოვრება და შედეგმაც არ დააყოვნა !

და მაინც, როგორ უნდა წარიმართოს მეცადინეობა სხვადასხვა უნარების, შესაძლებლობების და რანგის მოსწავლეებთან რომ ყველამ მაქსიმალური სარგებელი ამოიღონ გაკვეთილიდან და "ვიღაცა" არ დარჩეს "კლასგარეშე" მეცადინეობის დროს?

მიპასუხეთ ვინმემ!!! sos!

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/mascavleblis-adgili
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)