მე-2 კუმიტაჩი

უჩი ტაჩი: ხმალი, რომელიც უტევს.
უკე ტაჩი: ხმალი, რომელიც იღებს.


კენ ნო კამაე, პოზიცია ჰანმი


უჩი ტაჩი: ვერტიკალურად ააქვს თავს ზევით კენი.
უკე ტაჩი: ვერტიკალურად ააქვს თავს ზევით კენი.
უკე ტაჩიმ სრული ჰარმონიზაცია უნდა მოახდინოს უჩი ტაჩის მოძრაობასთან.


უჩი ტაჩი: ჭრის მარჯვენა მუხლთან, მარჯვენა ფეხი წინ.


უკე ტაჩი: უკან იხევს და აკონტროლებს ჰანმით, მარჯვენა ფეხი წინ.


უკე ტაჩი: სწევს კენს მაჯის მოჭრის მცდელობით, მარჯვენა ფეხი წინ და გადის შეტევის ხაზიდან.


უჩი ტაჩი: გადის კენის ქვევიდან და აკეთებს ძუკის, მარცხენა ფეხი წინ.


უკე ტაჩი: უკან იხევს და აკონტროლებს ჰანმით, მარცხენა ფეხი წინ.


უჩი ტაჩი: იოკომენ…


უჩი ტაჩი: …უჩი, მარჯვენა ფეხი წინ.


უკე ტაჩი: უკან იხევს, კენი ააქვს და…


უკე ტაჩი: …აკონტროლებს ჰანმით, მარჯვენა ფეხი წინ, იმპულსს აძლევს უჩის კენს.


უჩი ტაჩი: იღებს იმპულსს, გადის უკეს კენის ქვევიდან და აკეთებს ძუკის, მარცხენა ფეხი წინ.


უკე ტაჩი: უკან იხევს და აკონტროლებს ჰანმით, მარცხენა ფეხი წინ.


უჩი ტაჩი: იოკომენ…


უჩი ტაჩი: …უჩი, მარჯვენა ფეხი წინ


უკე ტაჩი: უკან იხევს, ააქვს ხმალი, მარცხენა ჰანმიდან…


უკე ტაჩი: …მარჯვენა ჰიტო ე მიში გადადგის და ჭრის გადამწყვეტი მენით.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/me-2-kumitachi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)