მე-4 კუმიჯო

უკე ჯო შიზენ ტაიშია, ანუ დგომი დგომის გარეშე, უჩი ჯო კი ძუკი ნო კამაეშია.

როდესაც უჩი ჯო ატყამს ძუკის, პირველ რიგში თქვენი უკანა ფეხი ცურავს უკან და მარცხნივ. წინა ფეხიც მიჰყვება გაცურებით. ანუ ესაა ცუგი აში უკნისაკენ. თქვენ ისევ ჰიდარი ჰანმიში ხართ.

ამავდროულად ჯო გადადის ზურგსუკან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯო მაჯის ძალით არ გეჭიროთ, ბუნებრივად მოითავსეთ და თავისი წონით იდოს ამ კუთხით.

უკე ჯო: მოწინააღმდეგეს თავში დაარტყით იოკომენი სუბურით, სახელად კატატე ტომა უჩი, შეტევის ხაზის გადაუკვეთად, ანუ იმავე კუთხიდან, რომლითაც დგახართ. ჯო სვლას ბუნებრივად დაასრულებს თქვენს მარცხენა ხელში.
უჩი ჯო: ეცლება უკან და თან ჯო ააქვს თავს ზევით, მხრების გაყოლებაზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დატოვოთ მარცხენა ხელი შეტევის ხაზზე, რითაც თავი და მარცხენა ხელი შეტევისთვის მისაწვდომი გახდებოდა.

პოზიცია სწორი რომ იყოს, მარცხენა ხელი გაჭიმული უნდა გქონდეთ. მსუბუქად გაცურდით უკან ჰანმის შეუცვლელად და დაიხიეთ იქამდე, რომ ვერ მოგწვდნენ. დარტყმა ძალიან სწრაფია და უკან ნაბიჯის გადადგმას ვერ მოასწრებთ.

როდესაც უჩი მეორედ არტყამს ძუკის, ამჯერად ჯერ წინა ფეხი გააცურეთ მარცხნივ და თან ჯო აღმართეთ. შემდეგ ცუგი აში უკანა ფეხით და თან ძუკი დაარტყით. სიმანდვილეში დარტყმა ყელში ან სახეშია, მაგრამ ვარჯიშის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ გულ-მკერდს დაუმიზნოთ.

NB: ამ პოზიციაში წინა ფეხი ვერ იქნება მიმართული შეტევის ხაზისკენ, კუთხე ამ ხაზიდან ოდნავ მარცხნისკენაა წანაცვლებული.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/me-4-kumijo
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)