მე-5 კუმიჯო

იგივე დასაწყისია, რაც 1-ელიდან მე-4 კუმოჯოს ჩათვლით.
უჩი ჯო: ძუკი.

უკე ჯო: დაარტყით უჩის ჯოს სპირალური მოძრაობით მარცხნიდან მარჯვნივ და ქვევიდან ზევით. ეს დარტყმა სინამდვილეში, ირიმის პირობებში, უმიზნებს ნიკაპს, ეს აპერკოტია.

უჩი ჯო: უკანა ფეხი უკან და მარჯვნივ გადადგით, წინა ფეხი ცუგი აშით, ამიტომაც ჰიდარი ჰანმიში რჩებით. ზუსტად ამ მომენტში თქვენი ფეხები ჰიტო ე მის პოზიციაშია. ამავე დროს ჯო აღმართეთ სუბურის, კატატე გედან გაეშის შესასრულებლად.
დაარტყით უკეს თავში გიაკუ იოკომენით.

უკე ჯო: ჩაიცუცქეთ ადგილზე, რაც შეიძლება დაბლა, რათა უჩის ჯო გაატაროთ. აღმართეთ ამავე დროს თქვენი ჯო. პოზიცია სწორი რომ იყოს, მარცხენა ხელი გაჭიმული უნდა გქონდეთ.

უჩი ჯო: მარცხენა ხელი ჯოს ჩაავლეთ და ასე დაასრულეთ დარტყმა. დაუკვირდით, რომ მარცხენა ხელის გული არა თქვენკენ, არამედ გარეთ იყოს მიმართული.

უკე ჯო: დაიწყეთ შეტევა ძუკით.

უჩი ჯო: როგორც კი უკეს ძუკის შეტევას შეამჩნევთ, შედით მისგან მარჯვნივ, რათა თქვენი ჯოთი კაუჭი გამოსდოთ და ასე დააგდოთ.

უკე ჯო: მყისვე დატრიალდით ადგილზე და თქვენი მიგი ჰანმი ძუკი გარდაქმენით უჩი ჯოს თავში დასარტყმელად გამიზნულ ჰიდარი ჰანმი შომენ უჩიდ. დაასრულეთ ძუკით (სინამდვილეში უჩი უკვე უნდა ეგდოს და ძუკი იატაკისკენ იტყმება).

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/me-5-kumijo
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)