მე-7 კენ ტაი ჯო

  1. იგივე დასაწყისია, რაც კენ ტაი ჯო n°6-ში. აქაც ოდნავ გახსენით ჯოს დგომი მარჯვნისკენ, რათა უჩი ტაჩის შომენით შემოტევისკენ უბიძგოთ.
  2. უჩის შეტევაზე შეასრულეთ სუბური ჯოდან გაეში უჩი. დაუკვირდით, რომ აიკი ჯოში იარაღი თავს ზემოთ, კინკრიხოსთან ტრიალებს, ისევე როგორც აიკი კენის შემთხვევაში.

ისე დაარტყით კენს, რომ უჩის ჭრა მოიგერიოთ: დარწმუნდით, რომ თუ გაგრძელდა კენის წინსვლა, ის გასული იყოს თქვენი სხეულის ღერძის ხაზიდან და პირიქით, თუ თქვენი ჯო დაგრძელდება, ის უჩის სხეულში უნდა დასრულდეს.

ამ სტადიაზე უჩი საერთოდ არ აწვება გვერდიდან ჯოს. სინამდვილეში ჯოდან გაეში თავში დარტყმაა, აქედან გამომდინარე, გვერდიდან ყოველგვარი მიწოლა ნონსენსია.

ჯო: განაგრძეთ მიგი ჰანმი ძუკით.
კენ: გადით მარცხნისკენ და მარცხენა ხელი ჩაავლეთ ჯოს ქვევიდან.

ჯო: დაუყოვნებლივ გადით მარჯვნისკენ და ჯოთი მოხაზეთ სპირალი ზევიდან ქვევით ისე, რომ უჩის წონასწორობა დააკარგვინოთ უკნისაკენ, ხოლო მაჯა ნიკიოთი ჩაუკეტოთ.

ტრიალით შეასრულეთ მეორე სპირალი იმავე მიმართულებით, რაც ამჯერად მას წონასწორობას წინისკენ დააკარგვინებს. განაგრძეთ ტრიალი და შეასრულეთ მესამე სპირალი, რომელიც კაუჭივით გამოედება მის ხელს (სინამდვილეში ეს კეფაში დარტყმაა) და წონასწორობას მარცხნივ და გვერდითკენ დააკარგვინებს.

ეს რთული მოძრაობა ტენკანის პრინციპის სრულყოფილ ამუშავებას მოითხოვს. მოძრაობის ბოლოს თქვენ 270°-ით შემოტრიალებული აღმოჩნდებით.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/me-7-ken-tai-jo
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)