მეთოდის მიღმა #14

კი მუსიბი ნო ტაჩი (1)

ოთხკუთხა საყრდენის ძიება მომავალში ამ მოძრაობის ოთხი მიმართულების გაგებისათვის (მეთოდის მიღმა #15, 16, და 17)

კვადრატი წრის საფუძველია. აიკიდოს მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩაეწერება წრეში, თუკი ის კვადრატს დაეყრდნობა.

აიკიდოს ყველა მოძრაობა კვადრატულ საყრდენს მოითხოვს. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ შიჰო ნაგეს მაგალითზე (მეთოდის მიღმა #12 და #13), სხეულის ტექნიკის ფარგლებში.

მაგრამ ის, რაც სწორია აიკიდოს ტაი ჯიცუს შემთხვევაში, ის სწორია იარაღისთვისაც. კუმიტაჩებიც შეგვიძლია შევისწავლოთ ოთხკუთხა საყრდენის წესების დაცვით. აქ, ვიდეოში, ეს კი მუსუბი ნო ტაჩის სახითაა წარმოდგენილი.

ვნახავთ, რომ კი მუსუბი ნო ტაჩი იწყება და მთავრდება ჰანმის დგომში. ეს კარგი დასტურია იმისა, რომ საწყისი და საბოლოო წერტილები არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ან, ყოველ შემთხვევაში, ისინი ერთიმეორეს მიჰყვება მოვლენათა გადაბმული განვითარებისას.

სამაგიეროდ, ამ ორ უკიდურეს წერტილს შორის, იქ, სადაც ამ მოვლენის პროცესი ვითარდება, აბსოლუტურ აუცილებლობას წამოადგენს არა სამკუთხედი, არამედ კვადრატი: სამკუთხა დგომი – თუკი შეთანხმების საფუძველზე ის ამ თვლებისას გამოიყენება – შეუძლებელს ხდის თეძოების ბრუნვით მუშაობას, ტერფების კვადრატული პოზიცია კი თეძოთა ურთიერთმონაცვლე მიწოლის (ირიმი-ტენკანს) შესაძლებლობას იძლევა მოქმედების ძლიერ მონაკვეთებში.

ფილიპ ვოარინო, 2015 სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-14?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)