მეთოდის მიღმა #15

კი მუსუბი ნო ტაჩი (2)

წრეში განშლა (ოთხი მიმართულების მიხედვით) თვლები 1 და 2

ახლა ვცადოთ და შევასრულოთ კი მუსუბი ნო ტაჩის თვლები 1 და 2, მაგრამ ამჯერად არა სწორ ხაზზე, როგორც ეს მეთოდში ისწავლება, არამედ ბრუნვით საკუთარი ღეძისა და სხვა ათვლის წერტილის გარშემო, ისე, როგორც ყველა ირიმი უნდა შესრულდეს ო-სენსეის აიკიდოს რეალობაში.

ასეთ შემთხვევაში შევნიშნავთ, რომ კუმიტაჩის პირველ ორ თვლაზე ორჯერ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს არ ვურტყამთ, როგორც ეს მეთოდში ხდება, არამედ პირიქით, ორ სხვადასხვა მოწინააღმდეგეს ვჭრით: პირველ ჯერზე იმას, რომელიც ტორისაგან მარცხნივ დგას, ხოლო მეორე ჯერზე იმას, რომელიც მას წინ უდგას.

აქ გვაქვს ერთი ტრიალი, რომელიც ორ სხვადასხვა მიმართულებით ჭრას უდებს სათავეს: მაშასადამე, თვლა 2 შედეგი და უშუალო გაგრძელებაა თვლა 1-ის ჭრისა.

მეთოდის მიღმა #16 საშუალებას მოგვცემს უკეთ ჩავწვდეთ ამ ჭრის სპეციფიკას, რომელიც, ახლა უკვე შეგვიძლია ამის თქმა, ფაქტობრივად სადღაც ცკისა და გიაკუ იოკომენს შორისაა.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის ოქტომბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-15?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)